სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ცნობილი ადამიანები, რომლებიც მასწავლებლებად მუშაობდნენ
21-01-2019
-
+


ყოველ მასწავლებელს დიდი გავლენა აქვს თავის მოსწავლეებზე, რომლებიც მასთან განათლების, ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად მიდიან. ის, როგორც კლასის შიგნით, ასევე კლასის გარეთაც არის და უნდა იყოს მისაბაძი ადამიანი. 

ზოგი ადამიანი ყველანაირ სფეროში ცდილობს თავის მოსინჯვას, თუმცა, შემდგომ სულ სხვა პროფესიას ირჩევს და უკვე ახალ სფეროში ხდება წარმატებული. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც პედაგოგობაა, რომელიც ბევრისთვის წარმატების საწინდარი აღმოჩნდა. 

etaloni.ge გთავაზობთ ფაქტებს იმ ცნობილი და პოპულარული ადამიანების შესახებ, რომლებიც თავიანთი კარიერის დასაწყისში სკოლაში მუშაობდნენ. 

ელეონორა რუზველტი (1884-1962) - აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის მეუღლე, ამერიკის ისტორიისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. მან მასწავლებლობა 43 წლის ასაკში დაიწყო და მეუღლის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ შეწყვიტა. ელეონორამ და მისმა ორმა მეგობარმა, ნიუ-იორკში გოგონების სკოლა იყიდეს და იქ ახორციელებდნენ საგანმანათლებლო საქმიანობას. 



ჯასტინ ტრიუდო (1971-) - კანადის პრემიერ-მინისტრი ვესტ-პოინტის აკადემიაში და ვანკუვერში, უინსტონ ჩერჩილის სახელობის საშუალო სკოლაში, ფრანგულ ენასა და მათემატიკას ასწავლიდა. ტრიუდომ მაკგილის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურა შეისწავლა, ხოლო ბრიტანეთში, კოლუმბიის უნივერსიტეტში კი ბაკალავრის პედაგოგის ხარისხი დაიცვა. ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრად 2015 წელს აირჩიეს. 



ჯორჯ ორუელი (1903-1950) - ცნობილი მწერალი, ესეისტი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი ინდოეთში დაიბადა. თავდაპირველად ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლესთან მუშაობდა რეპეტიტორად, შემდეგ კი თავის ახალგაზრდა ძმებს ასწავლიდა. 1932 წელს ის ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე ბიჭების საშუალო სკოლაში გადავიდა მასწავლებლად. ორუელმა მასწავლებლის პოსტი 1933 წელს დატოვა. 



უილიამ გოლდინგი (1911-1993)
- ბრიტანელი მწერალი და მიმომხილველი, „ბუზთა ბატონის“ ავტორი, თავისი კარიერის დასაწყისში უილშირში ფილოსოფიასა და ინგლისურს ასწავლიდა. ის სკოლაში 1945 წელს დაბრუნდა და 1961 წლამდე ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. 



ჰიუ ჯეკმანი (1968-) - სკოლის დამთავრების შემდეგ, ავსტრალიელი ოსკაროსანი მსახიობი დიდ ბრიტანეთში, აპინგემის სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. ჰიუ ჯეკმანი ცნობილია ლოგანის როლით მრავალსერიან ფილმში „X ადამიანები“. 



სტინგი (1951-) - გორდონ სამნერი, იგივე სტინგი, სკოლის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ კოლეჯში მუშაობდა. კოლეჯის შემდგომ ის კიდევ ორი წელი ასწავლიდა ინგლისურს, კრამლინგტონში, წმინდა პავლეს სახელობის დაწყებით სკოლაში. 



სილვესტერ სტალონე (1946-) - პედაგოგ მსახიობებს შორის აღმოჩნდა რემბოც. 1960-იან წლებში ის შვეიცარიაში, ამერიკულ კოლეჯში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. მას დამატებითი შემოსავალი სჭირდებოდა და ამიტომ, კოლეჯში სპორტის მასწავლებლის პოსტი დაიკავა. 



დაიანა, უელსის პრინცესა (1961-1997) - ახალგაზრდა ლედი დი სკოლის დასრულების შემდეგ, ძიძად, მოსწავლეთა ჯგუფის ხელმძღვანელის დამხმარედ და მონტესორის სკოლის პედაგოგების ასისტენტად მუშაობდა. მან თავისი პედაგოგიური საქმიანობა პრინც ჩარლზთან ქორწინების შემდეგ შეწყვიტა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ქველმოქმედებას ეწეოდა და ბავშვებს ეხმარებოდა. უელსის პრინცესა, 1997 წელს, 36 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება