სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ირინა აბულაძე: „მასწავლებელს უნდა დავეხმაროთ, რომ გაკვეთილი გახადოს უფრო საინტერესო“
18-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს დრო და მხარდაჭერა საინტერესო გაკვეთილის დასაგეგმად.

ამის შესახებ აბულაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებული სამუშაოებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„პრობლემა არის ტრენინგზე მიღებული ცოდნის გადატანა სასკოლო სივრცეში. ყველა რეფორმას დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით განათლების რეფორმას. ვატრენინგებთ  მასწავლებლებს, დირექტორებს და ადმინისტრაციულ კადრს. ამდენი დრო აღარ არის, რომ ნელი ნაბიჯებით ვიაროთ მოსწავლის განვითარებისთვის.

ვეცადეთ, რომ მხარდაჭერის მოდელი შეგვემუშავებინა, რომ მასწავლებელმა თავად შექმნას საკუთარი სასწავლო გეგმა... მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს დრო და მხარდაჭერა საინტერესო გაკვეთილის დასაგეგმად. მასწავლებელს უნდა დავეხმაროთ, რომ გაკვეთილი გახადოს საინტერესო. ვერ გახდის თუ არ ეცოდინება მასწავლებელს მოსწავლე რა ეტაპზეა მაგალითად, კონკრეტული საგნის ცოდნის მიხედვით“,-განაცხადა აბულაძემ.

პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მას დირექტორები და მასწავლებლებიც დაესწრნენ. პრეზენტაცია განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ჩაატარეს.

ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება

„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“

მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება