სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

მარადისის სკოლის მოსწავლემ ''ეტალონის'' მხარდასაჭერად ხელმოწერები შეაგროვა
14-02-2017
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე მარდისის სკოლა და სოფელი მარდისი ეროვნულ მედიაპროექტ ''ეტალონს'' მხარდაჭერას უცხადებს. 

პროექტის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაბრუნების მიზნით, მარდისის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ თენგიზ შაინიძემ, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

თენგიზ შაინიძის თქმით, ''ეტალონი" არის პროექტი, რომელიც ახალგაზრებს უქმნის მომავალს:

''ჩვენი სოფლის, მარადისის სკოლის მოსწავლეებში გაჩნდა ინიციატივა, რომ პროექტი''ეტალონი'' საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუბრუნდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ მიზნით, სვანეთში მასწავლებლებმა შეაგროვეს ხელმოწერები მთელი სვანეთის მასშტაბით. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც დაგვეწყო ხელმოწერების შეგროვება. ჯერ მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლე-მასწავლებლების და სოფელ მარადისის მცხოვრებთა ხელმოწერები გვაქვს, თუმცა აუცილებლად განვავრცობთ ჩვენს წამოწყებას. ''ეტალონი'' არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს უქმის მომავალს, სწორედ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც თავად უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი პროექტი ტელევიზიით უნდა გადიოდეს.''

სკოლის მოსწავლეებს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში სკოლის მასწავლებლები და დირექტორი უჭერენ მხარს.

მარადისის სკოლის დირექტორი რუსლან ბოლქვაძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მთელი სოფელი უერთდება მოსწავლეების წამოწყებას:

''რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მოსწავლეების ინიციატივას. მთელი სოფელი ვუერთდებით. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა როდესაც ეტალონის შესარჩევი ტურის შესახებ გაიგეს, დიდი სიხარული გამოხატეს, თითქმით ყველამ მიიღო მონაწილეობა. ''ეტალონის'' ღონისძიებაში მარადისის სკოლიდან 4 მოსწავლე მონაწილეობდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სკოლა პატარაკონტინგენტიანი სკოლაა, 4 მონაწილე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ''ეტალონი'' ძალიან პოპულარული პროექტია და გვსურს, რომ ტელევიზიით გადიოდეს, რომ უფრო ფართო აუდიტორიამ ნახოს. ჩვენს სოფელში ინტერნეტთან წვდომა ყველას არ აქვს, ტელევიზორი კი თითქმის ყველა ოჯახშია.''


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება