სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენმა უნივერსიტეტმა ვერ გაიარა 2018 წელს ავტორიზაცია?!
16-01-2019
-
+


2018 წელს ავტორიზაცია წარმატებით 24-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა, უარი ეთქვა ან ავტორიზაცია გაუუქმდა 7 უმაღლეს, ხოლო 4-მა მიმართულება შეიცვალა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაკეთდა.

აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. 

ჩვენ დეტალურად გთავაზობთ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალს რომლებმაც წარმატებით გაიარეს, უარი ეთქვათ ან გაუუქმდათ ავტორიზაცია. ასევე გთავაზობთ იმ ყოფილი უმაღლესების ჩამონათვალს, რომლებმაც სტატუსი შეიცვალეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებად გადაკეთდნენ. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც 2018 წელს ავტორიზაცია წარმატებით გაიარეს: 

  • შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  • შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  • სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  • სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  • სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტი
  • შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  • სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია
  • ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებივ საქმეთა ინსტიტუტი
  • შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
  • სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც 2018 წელს უარი ეთქვათ ან გაუუქმდათ ავტორიზაცია:

  • შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (საბჭოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ხელახალ ავტორიზაციაზე)
  • შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (საბჭოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ხელახალ ავტორიზაციაზე) 
  • შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი - უნიჯეო (საბჭოს გადაწყვეტილებიძთ უარი ეთქვა ხელახალ ავტორიზაციაზე) 
  • შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვა ხელახალ ავტორიზაციაზე და საბჭომ დაუკმაყოფილა) 
  • შპს წმინდა გრიგოლ  ფერაძის სასწავლო უნივერსიტეტი (მონიტორინგის საფუძველზე საბჭოს გადაწყვეტილებით გაუუქმდა ავტორიზაცია) 
  • შპს თბილისის საერთაშორისო აკადემია (მონიტორინგის საფუძველზე  საბჭოს გადაწყვეტილებით გაუუქმდა ავტორიზაცია) 
  • შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“ (მონიტორინგის საფუძველზე  საბჭოს გადაწყვეტილებით გაუუქმდა ავტორიზაცია) 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები რომლებსაც  2018 წელს საბჭოს გადაწყვეტილებით, გაუუქმდათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და მიენიჭათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების  სტატუსი:

  • ა(ა)იპ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნა“ 
  • შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA შპს -ინტერბიზნესის 
  • შპს ინტერბიზნესისკადემია  
  • სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (საბჭოს გადაწყვეტილებით სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა)
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შეფასების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება