სიახლეები
სამასწავლებლო

რას ნიშნავს იყო წარმატებული პედაგოგი?! - დირექტორები საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ
16-01-2019
-
+


რას ნიშნავს იყო წარმატებული მასწავლებელი და როგორ შეიძლება მოიპოვოს პედაგოგმა წარმატებულის სტატუსი - სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საკუთარ აზრს გამოთქვამენ და პედაგოგებს მნიშვნელოვან რჩევებს აძლევენ.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი სულიკო ტაბატაძე:

„წარმატებული მოსწავლე ნიშნავს, რომ წარმატებულია მასწავლებელი. წარმატებულად ითვლება პედაგოგი, როცა წარმატებას აღწევს მოსწავლესთან სწავლა-განათლების საკითხში. პედაგოგი დისციპლინირებული უნდა იყოს და ყველანაირად ჩამოყალიბებული. გაკვეთილზე უნდა აღწევდეს გაკვეთილის ძირითად მიზნებს. ახერხებდეს, მოსწავლემ მიიღოს სრულყოფილი ცოდნა“.

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან დავითაშვილი:

„წარმატებული პედაგოგის „ამოსაცნობი“ ძალიან ბევრი კრიტერიუმი არსებობს. წარმატებული პედაგოგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, სიახლე შეიტანოს საგაკვეთილო პროცესში. ასევე უნდა ზრუნავდეს საკუთარი თავის განვითარებაზე. უნდა იყოს ჩართული ტრენინგებში, უნდა უყვარდეს ინოვაციები და არ უნდა ეშინოდეს ამ სიახლეების“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე:

„წარმატებულად ითვლება პედაგოგი იმ შემთხვევაში, თუ ის ზრდის ბევრ წარმატებულ მოსწავლეს. პედაგოგმა ყოველდღიურად უნდა იზრუნოს საკუთარი თავის განვითარებაზე. ჩაერთონ ტრენინგებში და ამ ტრენინგებიდან და ცოდნიდან გამომდინარე ახორციელებდეს მოსწავლეებთან სხვადასხვა აქტივობებს და ჰქონდეს საინტერესო შეხვედრები ბავშვებთან“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი გარაყანიძე:

„პედაგოგი წარმატებულია, როდესაც ის უყვართ მოსწავლეებს და ყოველი მისი შესვლა გაკვეთილზე არის ცოდნის გაღრმავების წყარო. თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებთან ზიარებით, წიგნებთან კონტაქტითა და მოსწავლეებთან ურთიერთობით ვითარდება მასწავლებელი და ითვლება ის წარმატებულად“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიკლაური:

„იმ შემთხვევაში თუ პედაგოგს შეუძლია დაადასტუროს თავისი კომპეტენცია, შეგვიძლია ის მივიჩნიოთ წარმატებულად. ვგულისხმობ, გამოცდებსა და სერტიფიკატებს. წარმატებულ პედაგოგს აუცილებლად უნდა შეეძლოს საკუთარი საგნის გამოცდის წარმატებით დაძლევა. ასევე, წარმატებულია ის მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ და ხშირად სწორედ მისი ხათრით და სიყვარულით შედიან გაკვეთილზე და სწავლობენ საგანს“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი იგორ აბუთიძე:

„პედაგოგი წარმატებული, ჩემი აზრით, მაშინ არის, როცა მას კარგი ურთიერთობა აქვს კოლეგებთან, როცა ის ორიენტირებულია შედეგზე და როცა ის გარკვეულწილად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ასევე, წარმატებულია, მაშინ როცა დადებით ურთიერთობაშია მოსწავლეებთან“.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ თოშხუა:

​„წარმატებულად პედაგოგი მაშინ იწოდება, როცა მას წარმატებული მოსწავლეები ჰყავს. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი. არსებობს გზები, როგორ უნდა მიაღწიოს პედაგოგმა წარმატებას. მისი ყოველი სამუშაო დღე უნდა იყოს წარმატებული. ყველა გაკვეთილი უნდა იყოს წარმატებული. ყოველ დღე უნდა ცდილობდეს, რომ განვითარდეს და გაიზარდოს, უნდა ეცადოს რაღაც ახალი მიაწოდოს მოსწავლეს“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლის დირექტორი იგორ აბუთიძე:

„მასწავლებელი მაშინ იქნება წარმატებული, როცა მისი მოსწავლე გავა გარკვეულ შედეგებზე. მასწავლებლის წარმატება ამას ნიშნავს ალბათ, როცა საბოლოო შედეგი აქვს დადებითი, როცა ბევრი მოსწავლე ჰყავს წარმატებული. არსებობს გზები, რომელი გზებითაც შეძლებს პედაგოგი გახდეს წარმატებული, იქნება ეს ტრენინგები თუ მსგავსი შეხვედრები. წარმატებული პედაგოგი ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს და იზრდებოდეს“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდენ ნიქაბაძე:

„მასწავლებლის წარმატება მოსწავლის წარმატებით განისაზღვრება. ეს არის ერთგვარი საზომი. პედაგოგმა უნდა იზრუნოს საკუთარი თავის განვითარებაზე, უნდა ეცადოს იყოს ის წარმატებული. მიიღოს ახალი ცოდნა და განვითარდეს. მხოლოდ ასე შეიძლება წარმატების მიღწევა“.

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგულავა:

„პედაგოგი მაშინ ითვლება წარმატებულად, როცა მისი მოსწავლე დებს შედეგს. რა თქმა უნდა, მასწავლებლის მიღწევა ის არის, როცა მისი ნაღვაწი გამოჩნდება შედეგით. თორემ, შესაძლებელია, ძალიან კარგი იყო მასწავლებელი, მაგრამ ვერ ახერხებდეს ბავშვთან ამ ცოდნის მიტანას. ამდენად, როცა ბავშვი შედეგს დებს ე.ი. მასწავლებელი ძალიან კარგია. ის აუცილებლად უნდა იყოს შემოქმედი, უნდა ჰქონდეს ახალი იდეები და ეცადოს განუვითაროს მოსწავლეს სხვადასხვა უნარები“.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

„სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებებით და უსურვებს მათ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება