სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლოა ტელემაუწყებლობის განხორციელების უფლება მიეცეთ
27-12-2018
-
+


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლოა ტელემაუწყებლობის განხორციელების უფლება მიეცეთ. 

ამ მიზნით, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა. 

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა უნივერსიტეტბს დაგროვილი ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის საშუალებას მისცემს.

„ამის თაობაზე საკანონმდებლო წინადადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შემოვიდა. ჩვენმა კომიტეტმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი და მისაღებად ცნო იგი. დღეს მე წარმოგიდგენთ კანონპროექტს, რომლის ინიცირებასაც კომიტეტის სახელით მოვახდენთ. ამ ინიციატივის მიზანია საჯარო უნივერსიტეტებს მიეცეთ მაუწყებლობის შესაძლებლობა, რაც მათ უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება