სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბაღების მშენებლობა უმთავრესი ამოცანაა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის“
26-12-2018
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

კახაბერ გვანცელაძემ დეტალურად ისაუბრა წლის მანძილზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ის ფაქტი, რომ თბილისი ახალ სააღმზრდელო წელს 11 ახალი საბავშვო ბაღით შეხვდა და დღესდღეობით, დედაქალაქს 180 საბავშვო ბაღი ემსახურება.

გვანცელაძის განმარტებით, ბაღების მშენებლობა უმთავრესი ამოცანაა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის, რაც იგეგმება კიდეც 2019 წლის დასაწყისიდანვე, რადგან უკვე მომზადებულია 11 ლოკაცია, სადაც ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება, ასევე მზადაა პროექტები, რომელიც ავარიულობის გამო დახურული ბაღების დემონტაჟსა და ახალი ბაღების მშენებლობას ითვალისწინებს.

კახაბერ გვანცელაძემ სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„გამოწვევები ჩვენს სისტემაში ბევრია, მაგრამ უმთავრესი, ამ ეტაპზე, მაინც რჩება განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ამ პროცესის უზრუნველყოფა სწორედ ახალი ბაღების მშენებლობაზეა დამოკიდებული. სააგენტოს უკვე გაწერილი აქვს მშენებლობების განრიგი, პროექტების ნაწილი წლის ბოლოს, ნაწილი კი 2020 წლის დასაწყისისკენ დასრულდება. ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელების გზაზე, 2018 იყო ძალიან ეფექტური წელი, თუმცა ჩვენი გეგმებით, 2019 წელი უპრეცედენტოდ პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო მეთოდოლოგიისა და აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების მიმართულებით და ეს პროცესი, სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება 2019 წელს.

შეხვედრა, რომელსაც თბილისში მოქმედი 180 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი დაესწრო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ასევე იხილეთ: 2019 წელს თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება