სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია უნდა იყოს განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“
26-12-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საფრანგეთის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესისა და საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საუკეთესო პრეცედენტია.

„საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, ამ ფაქტორთა შორის, პროცესის წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალის ინტერნაციონალიზაცია და ა.შ.

საფრანგეთი საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს 2018 წელს გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება, რომლის მიზანია ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ორმაგი დიპლომების ამოქმედება ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ინფორმატიკის მიმართულებით.

ამ თანამშრომლობაში დიდი წვლილი შეაქვს სწორედ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2016-2017 სასწავლო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ საფრანგეთში მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.

სამინისტრო სამომავლოდაც დაუჭერს მხარს განათლების საერთაშორისო ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში გააგრძელებს თანამშრომლობას საფრანგეთთან“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება