სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა სკოლებში გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული „დედა ენის“ შეტანას მხარი დაუჭირეს
26-12-2018
-
+


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სკოლებში იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული „დედა ენის“ შეტანას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტი პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის მიერ ინიციატივით მომზადდა.

კანონპროექტი ზაზა გაბუნიამ ზოგადი პრინციპების დონეზე წარადგინა და აღნიშნა, რომ მოქმედ კანონს ემატება ორი ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპერტთა კომისიის შექმნას.

კომისია თავის მხრივ მოამზადებს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილ სახელმძღვანელოს და წარადგენს გრიფირებისთვის.

„დღეს „დედა ენის“ სახელით სარგებლობენ ისეთი წიგნები, რომლებიც არ არის დაფუძნებული იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე. ამ ცვლილების მიხედვით კი, სამინისტრო შექმნის კომისიას იმისთვის, რომ მომზადდეს იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი „დედა ენა“ და ის შევიდეს სკოლებში. ეს არის ცვლილების მიზანი. მოგეხსენებათ, „დედა ენას“ აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. საერთაშორისო კონვენცია კი ამ ძეგლების შესახებ ამბობს, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა ნიშნავს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართვა და აგრეთვე მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტების აღორძინება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საკითხის ირგვლივ სხდომაზე კომიტეტის წევრების მხრიდან დისკუსია გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დეპუტატებს სამინისტროს წერილობითი თხოვნა გააცნო, რომელიც კომისიის დაკომპლექტების წესს და მასში ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობას შეეხებოდა. მისი განცხადებით, სამინისტროს მოთხოვნა კანონპროექტის ავტორების მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული, რომელიც ცვლილებების პროექტში აისახება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება