სიახლეები
ინტერვიუ

საქართველო სხვა ქვეყნებისგან წითელას და ცე ჰეპატიტის გავრცელებით გამოირჩევა
22-12-2018
-
+


ჩვენი ქვეყანა წითელასა და ცე ჰეპატიტის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამის შესახებ „ეტალონს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.  

პაატა იმნაძე ამბობს, რომ თუ დედას წითელაზე ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული, მისი შვილი შესაძლოა ერთი წლის ასაკამდე დაავადდეს, რასაც ხშირად ცუდი შედეგი ახლავს თან. ასევე, თუ უფროსები სასწრაფოდ არ ჩაებმებიან პროგრამაში, რომელიც ცე ჰეპატიტით დაავადებულთათთვის არის განკუთვნილი, ბავშვების ამ სენით დაავადების საფრთხე იზრდება. 

– ყველა სეზონს სხვადასხვა დაავადების გავრცელების სიხშირე ახასიათებს. ზაფხულში სხვა დაავადებები სჭარბობს, ზამთარში – სხვა. ზაფხულში ნაწლავური ინფექციების პერიოდია – ეს არის როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექცია. ზამთარში რესპირატორული დაავადებებია პრობლემაა. ზამთარშიც და ზაფხულშიც აქტუალურია წითელას პრობლემა, რადგან ვაქცინაცია არ აქვს ბევრს ჩატარებული.

– სტატისტიკა რას ამბობს ამ მხრივ?

– წითელას გავრცელების მხრივ, ევროპაში მესამე ადგილზე ვართ. ბევრი მოზრდილი არ არის აცრილი. ეს განსაკუთრებით 20–დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხებათ. წითელათი ავადდებიან 1 წლამდე ბავშვები. დედა თუ არ არის იმუნური ამ მხრივ, ბავშვი რომ დაიბადება, არ აქვს დედისგან გამოყოლილი იმუნიტეტი, რომელიც იცავს ბავშვს, ამიტომ ადვილად გადადის მასზე ეს ინფექცია. წესით, ბავშვი  ერთი წლის ასაკში იცრება წითელაზე, მაგრამ თუ დედა არ არის იმუნური, შეიძლება მანამდე გახდეს ამ დაავადებით ავად. დედა ან აცრილი უნდა იყოს, ან ეს დაავადება უნდა ჰქონდეს გადატანილი. 1 წლამდე ბავშვი თუ დაავადდება წითელათი, დაავადება საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და ცუდი შედეგებიც ახლავს თან. 

– ერთი, რომ აუცილებლად უნდა იქნას ყველა ბავშვი თავის დროზე აცრილი. კიდევ რა გაფრთხილება და რჩევები შეიძლება მივცეთ მშობლებს, როგორ ააცილონ შვილებს თავიდან გავრცელებული დაავადებები?

– ნაწლავური ინფექციების შემთხვევაში, აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ყველა პროდუქტის კარგად გარეცხვა გამდინარე წყლით... რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში კი, პირველი და ძირითადი რეკომენდაციაა, რომ ავადმყოფი ბავშვი საბავშვო ბაღში, ან სკოლაში არ გაუშვან. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს სახლში, რათა ვირუსი სხვასაც არ გადასდოს. ამავე დროს აუცილებელია, პაციენტი დროულად მიიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში, ხშირად გაანიავონ ოთახი...

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურმე უცხოელი ექიმები გაოგნებულები არიან იმით, რამდენად ბევრი  სიმსივნით დაავადებული ჩადის საქართველოდან სამკურნალოდ...

–სიმსივნეების რაოდენობით სულაც არ ვართ სხვა ქვეყნებისგან გამორჩეულები. პირიქით, შეიძლება ითქვას, ჩვენთან უფრო ნაკლები შემთხვევებია,  ვიდრე სხვა ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული არ გვჭირს, რაც არ არის მსოფლიოში ჩვენ გარშემო და ჩვენნაირ ქვეყანაში, ასეთივე ეკონომიკური განვითარების პირობებში. კარგად ვიცით, რომ არც შვეიცარიის დონეზე ვართ და არც ნორვეგიის, პირველ რიგში, ეკონომიკა უნდა განვითარდეს, რომ უკეთესი შედეგები გვქონდეს. მეტი თანხებია საჭირო, რომ უფრო მეტად დაფინანსდეს პროფილაქტიკური გამოკვლევები, რაც თავისთავად დაავადებების პრევენციაა. ყველაფერი ეკონომიკაზეა მიბმული. რაც უნდა სწრაფად განვვითარდეთ, შვეიცარიას კარგა ხანს ვერ დავეწევით. სამწუხაროდ, ყველაფერს დრო სჭირდება, თუმცა, ჩვენს მეზობლებთან შედარებით უკეთესი სტატისტიკაც კი გვაქვს.

– ჩიყვის დაავადება  იყო ქვეყანაში ერთი პერიოდი დიდი პრობლემა. ახლა რა მდგომარეობაა ამ კუთხით?

– ქვეყანაში ჩიყვის პრობლემა ფაქტობრივად აღარ დგას მას შემდეგ, რაც  იოდიზირებული მარილის მოხმარება დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ისევ გვხვდება ეს დაავადება, მაგრამ პრობლემა მძაფრი აღარ არის. 

კიდევ ერთი დაავადება, რომლის გავრცელების ქვეყანადაც ვითვლებით,  ცე ჰეპატიტი გახლავთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ვინც არ იცის ამ მხრივ თავისი სტატუსი, ჩაიტაროს სკრინინგი. შანსი არ უნდა გაუშვას ხელიდან, რადგან ამ ეტაპზე შეგვიძლია მათ უფასოდ ვუმკურნალოთ. 10 ათასობით დოლარი ღირს მკურნალობა და ასეთი დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მუდმივად არ გაგრძელდება. 

– ბავშვებშიც გვხვდება ცე ჰეპატიტი?

– რა თქმა უნდა, გვხვდება. შეიძლება ოჯახში ერთი და იგივე მაკრატელი თუ სხვა ნივთი გამოიყენონ, რასაც სისხლთან შეხება ექნება და ბავშვსაც გადაედოს. ამიტომაც უფროსებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ და სკრინინგი დროულად ჩაიტარონ. თუ მოზრდილებში აღარ იქნება ეს დაავადება, აღარც ბავშვებს შეხვდებათ. ამ პროგრამას ელიმინაციის პროგრამა იმიტომ ჰქვია, რომ ქვეყანაში აღარ გვქონდეს ინფექციის წყარო. ანუ, ამ დაავადებით დაავადებული თუ აღარ გვეყოლება, აღარც სხვა გახდება ავად. 

ასე რომ, მხოლოდ წითელას და ცე ჰეპატიტის მაღალი მაჩვენებლით არის ჩვენი ქვეყანა გამორჩეული. სხვა მხრივ, ყველაფერი ისეა, როგორიც უნდა იყოს იმ ქვეყანაში, როგორი ეკონომიკური მაჩვენებელიც ჩვენ გვაქვს.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„მასწავლებელთა პრემიები სამინისტროდან არ მოდის... მიმართეთ რესურსცენტრს“ - ოფიციალური განმარტება ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით

„ელჟურნალის სტატისტიკის მონაცემებში დაფიქსირებულია ტექნიკური ხარვეზი“ - როდიდან განახლდება სტატისტიკა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება