სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მამუკა ბახტაძე: „განათლების რეფორმა იქნება ყველა ძირითადი პრობლემის დაძლევის გზა“
20-12-2018
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში იქნება განათლებში.

აღნიშნულის შესახებ მამუკა ბახტაძემ 2018 წლის მთავრობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სექტორს ექნება მინიმუმ 10–11%–იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რაც იმას ნიშნავს, რომ 3-ჯერ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები განათლებაში. 

„მე მისვამენ კითხვას, რა იქნება შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში. შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში იქნება განათლება. ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც აქვს საქართველოს და ყველაზე დიდი კაპიტალი, ეს არის ჩვენი ადამიანები და ჩვენი მოქალაქეები. საქართველოში არის ძალიან დიდი ნიჭი და ძალიან დიდი ტალანტი.

სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აღმოჩნდა ისე, რომ სწორედ განათლების სექტორის დაფინანსება იყო ყველაზე უფრო მცირე. ეს გახლდათ ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რომელიც უაღრესად ნეგატიურად აისახა ამავე დროს ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე. 

ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ. 2019 წელს ჩვენ დავიწყებთ რეფორმას, რომლის მიხედვითაც, სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში ანუ განათლების სექტორს ექნება მინიმუმ 10–11%–იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 3-ჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები განათლებაში.

ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმა, რომლის მიხედვითაც, გამოვყავით 5 დონე: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ ხუთივე დონეზე ჩვენი ეკონომიკა ხარჯავდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 10–11%-ს. სწორედ ეს არის გამოსავალი და ეს არის გზა, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. 

დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება ყველა ძირითადი პრობლემის დაძლევის გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა მოიტანს იმ სულისკვეთებას, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ეკონომიკა სრულიად განსხვავებული გახდეს და დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში - უმუშევრობის თვალსაზრისით, სიღარიბის თვალსაზრისით. მხოლოდ განათლების რეფორმით ამ პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ, თუმცა, ეს რეფორმა უნდა იყოს პრობლემების გადაწყვეტის მთავარი ლოკომოტივი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება