სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა - რამდენი მოზარდია აივ ინფიცირებული საქართველოში
01-12-2018
-
+


საქართველოში 2018 წლის მონაცემებით 500-მდე მოზარდი აივ-ით ინფიცირებულია, -  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. 

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში: „ბავშვები და აივ/შიდსი: მსოფლიო 2030 წელს“.

ანგარიშის თანახმად, 2018-2030 წლებში დაახლოებით 360,000 - ანუ დღეში 76 მოზარდი დაიღუპება შიდსთან დაკავშირებული დაავადებებით, თუ არ ჩაიდება დამატებითი ინვესტიციები ვირუსის პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის პროგრამებში. 

"იუნისეფი მთავრობებს მოუწოდებს სასწრაფოდ გაზარდონ მკურნალობისა და პრევენციის პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ფოკუსირებული იქნება მოზარდებზე, რადგან მონაცემები ადასტურებს აივ-ით ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის მეტად შენელებულ კლებას.

საქართველოში 2018 წლის 27 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 7368 შემთხვევა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. გაეროს შიდსის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 500-მდე მოზარდია აივ-ით ინფიცირებული", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება