სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის N87 სკოლის მოსწავლეს მენინგოკოკური ინფექცია გამოუვლინდა - რა სიმპტომები ახასიათებს ინფექციას და როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან
30-11-2018
-
+


8 წლის ბავშვს, რომელიც თბილისის N87 საჯარო სკოლის მოსწავლეა, მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზი 26 ნოემბერს დაუსვევს. ბავშვის მდგომაროება მძიმე იყო, თუმცა ახალა დამაკმაყოფილებელია.

როგორც სკოლის დირექტორმა, დავით ჭეიშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები არაერთხელ განხორციელდა. 

„ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, თუმცა არ იცოდეს ამის შესახებ, ვიდრე არ გამოუვლინდება. ეს არ არის ჰაერგადამტანი ინფექცია, ეს არის წვეთოვანი ინფექცია, რომელიც მაქსიმუმ 15 წუთში კვდება. დეზინფექცია სკოლაში რამდენჯერმე ჩავატარეთ, იმის გამოც რომ სკოლაში საარჩევნო უბნები იყო გახსნილი. შესაბამისად, არჩევნების მეორე დღეს დილიდან დავასუფთავეთ სკოლა, როგორც წესი და რიგია. ყოველი არჩევნების შემდგომ ვატარებთ დეზინფექციას. თუმცა, რადგანაც მშობლები შეშინებულები იყვნენ, გუშინ შუადღისით მათი თანდასწრებით სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა მთელი შენობა, მერხის ზედაპირები კარის სახელურები და ყველაფერი. ამის გარდა, საღამოს იმ კლასში, სადაც ეს ბავშვი სწავლობდა, მშობლები თავიანთი ინიციატივით მოვიდნენ და კიდევ ერთხელ თავად დაამუშავეს და დაასუფთავეს კლასი“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

სკოლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულია ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"1.სკოლის ექიმს დაევალა 10 დღის განმავლობაში იმ პირების ზედამხედველობა, რომლებიც ავადმყოფთან კონტაქტში იყვნენ.

2.კონტაქტში მყოფმა პირებმა მიმართონ შესაბამისი პოლიკლინიკის ოჯახის ექიმებს, რათა დაენიშნოთანტიბიოტიკო პროფილაქტიკა.

3.კონტაქტში მყოფმა პირებმა ყურადღება მიაქციონ დაავადებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და მათი გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

4.სკოლაში ჩატარდეს საკლასო ოთახების სველი წესით დაგვა-დასუფთავება და განიავება".

აღნიშნული ინფექციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე პაატა იმნაძე საუბრობს. მისი თქმით, დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ექიმთან დროული მისვლა.

"საქართველოში ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის 20-მდე შემთხვევა რეგისტრირდება, მათი უმეტესობა ბავშვები. მენინკოკი არის მიკრობი, რომელიც იწვევს მენინგიტსაც და მენინგოკოკცემიასაც, რომელის ყველაზე მძიმე ფორმაა სისხლით მოწამვლა.

სიმპტომები - შეიძლება უბრალოდ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდეს. ინფექციის არსებობისას პაციენტი შეიძლება რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდეს, ამიტომ მენინკოკოკცემიის ერთადერთი თავდაცვა არის ის, რომ თუ მაღალი ტემპერატურის და თავის ტკივილი გაქვთ, განსაკუთრებით ბავშვს, დედამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს სხეული და ერთადერთი ვარსკვლავისებრი სისხლჩაქცევის ნახვის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

მენინგოკოკურ ინფექციას მატარებლობა ახასიათებს, ეს ნიშნავს რომ შეიძლება ადამიანი იყოს ამ ინფექციის მატარებელი, ოღონდ მათ არაფერი სჭირთ, ჯანმრთელები არიან. მენინგოკოკური ინფექცია შეიძლება ადამიანმა მაქსიმუმ 2 კვირა ატაროს და ისე, რომ ვერც გაიგოს ამის შესახებ.

გავრცელება - ვრცელდება წვეთოვანი გზით, ანუ დახველების ან დაცემინების შემთხვევაში თუ წვეთი მოხვდება სხვა ადამიანის ლორწოვან გარსზე. მიკრობი ძალიან სუსტია და მალე კვდება. ვისგანაც შეიძლება გადაგვედოს ის ადამიანი ავადმყოფი არ არის, უბრალოდ მატარებელია. შესაძლებელია 1 000 ადამიანიდან მენინგოკოკურ ინფექციის მატარებელი 999 იყოს და არაფერი მოუვიდეს.

დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ექიმთან დროული მისვლა. ხშირად საათებსა და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ბავშვის მაღალი ტემპერატურის და თავის ტკივილის ფონზე კანზე ერთი პატარა სისხლჩაქცევის არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს",-ამბობს პაატა იმნაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება