სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ არის აუცილებელი კითხვების დასმა გაკვეთილზე
11-04-2018
-
+


რატომ არის გაკვეთილზე კითხვის დასმა აუცილებელი? 

კითხვების დასმა გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

მასწავლებელი კითხვების დასმით არკვევს, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა გაკვეთილი, ხელმეორედ არის ის ასახსნელი თუ არა. 

ამდენად, აუცილებელია, რომ მასწავლებელი ფლობდეს კითხვების დასმის სხვადსხვა ტექნიკას. კითხვები განსხვავდება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, ანუ იმის მიხედვით თუ რა მოეთხოვება მოსწავლეს. 

კითხვა შეიძლება იყოს ინფორმაციული ან სააზროვნო. 

მაგალითად - "ჩამოთვალე ის იდეები და აღმოჩენები, რომლებმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში (მითითებულია კონკრეტული ეპოქა)". 

ეს კითხვა ინფორმაციულია, რადგან ამ დროს საკმარისია მოსწავლემ გაიხსენოს შესაბამისი ინფორმაცია სახელმძღვანელოდან ან სხვა წყაროდან. 

მაგალითად - "ამოირჩიეთ თქვენი აზრით ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იდეა ან აღმოჩენა, რომელმაც ყველაზე მეტად განსაზღვრა მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში (მითითებულია კონკრეტული ეპოქა) და არჩევანი დაასაბუთეთ". 

ეს სააზროვნო კითხვაა, რადგან მოსწავლეს საკუთარი პოზიციის დასაცავად, ინფორმაციული მიმოხილვის გარდა, არგუმენტების წარმოდგენა მოეთხოვება. 

თუ სასწავლო მასალა მხოლოდ ინფორმაციას შეიცავს და ეს არგუმენტები მასში არ არის მოცემული, მაშინ მოსწავლეს მოუწევს ინფორმაციის გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება, ანუ მაღალი შემეცნებით-სააზროვნო უნარების გამოყენება. 

საზოგადოდ, ღია კითხვების დასმა შესაძლებლობას იძლევა, ამოქმედდეს მოსწავლის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება); 

ღია კითხვის მაგალითებია: როგორ მიხვდით ამას? რატომ ფიქრობთ ასე? რა მოხდებოდა, ეს რომ ასე გაგეკეთებინათ? და ა. შ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება