| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ოტია იოსელიანის სახელობის ქ.წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დიაბეტის მსოფლიო დღეს ღონისძება მიუძღვნეს.
ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მომავალ თაობაში ცნობიერების ამაღლება დიაბეტზე და მის პრევენციებზე, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „ნიამორის“ მიერ იყო ორგანიზებული.
პრეზენტატორებმა მოუწოდეს დამსწრე საზოგადოებას, დიაბეტისა და სხვა დაავადებების პრევენციის მიზნით, დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი: შეინარჩუნონ სხეულის ნორმალური წონა, იყვნენ ფიზიკურად აქტიურნი, მიიღონ ჯანსაღი საკვები, უარი თქვან თამბაქოზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო, კლუბის კურატორის რუსუდან ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, წევრების მიერ შექმნილი პრეზენტაციები, საინფორმაციო გაზეთი, პლაკატი.
ყოველი წლის 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. დიაბეტის მსოფლიო დღე გაეროს მიერ აღიარებულ იქნა ოფიციალურ საერთაშორისო დღედ. რომელსაც მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად საქართველოც აღნიშნავს.
მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას