| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული განათლების ფარგლებში სრული ზოგადი განათლების მიღება და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობა 2019 წლიდან იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება "პროფესიული განათლების შესახებ" კანონშია ასახული.
როგორც etaloni.ge - სთან საუბრისას პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ განაცხადა, კანონით უკვე დამტკიცებულია ცვლილება რომლის მიხედვითაც, პროფესიულის სტუდენტებს, რომლებსაც მხოლოდ 9 კლასის ატესტატი აქვთ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიულ განათლებასთან ერთად გაიარონ დამამთავრებელი კლასების სასწავლო პროგრამა, რაც მათ სრული ზოგადი განათლების ატესტატის აღების შესაძლებლობას და შემდგომ უკვე უმაღლესში ჩაბარების შანსს მისცემს.
„პირებს ვისაც აქვთ საბაზო განათლება, შეეძლებათ ჩაირიცხონ პროფესიულ პროგრამაზე, პარალელურად მიიღონ სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რადგან პროფესიულთან ერთად მე-10, მე-11, მე-12 კლასის სასწავლო პროგრამას გაივლიან. ამის შემდგომ კი მიიღებენ დიპლომს რომელიც გათანაბრებული იქნება სრულ ზოგად განათლებასთან. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის დანერგვა იწყება 2019 წლის მაისიდან“, - განაცხადა წეროძემ.
etaloni.ge „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში გაკეთებულ შესაბამის ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ.
„პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც 2019 წლის 1 მაისამდე ჩაირიცხნენ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლება აქვთ, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დაადასტურონ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტუდენტებზე გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჩაითვალოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებულ დოკუმენტად. სამინისტრო უფლებამოსილია დააფინანსოს ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.
სამინისტრომ 2019 წლის 1 მაისიდან უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა“.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას