სიახლეები
სამასწავლებლო

ილია II, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი-ვის ასახელებენ სკოლის დირექტორები ავტორიტეტებად
03-09-2018
-
+


წარმატებული ადამიანების ნაწილი, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს, დაუფარავად აცხადებდნენ თუ ვინ იყო მათთვის ინსპირაციის წყარო, ავტორიტეტი. მაგალითად, სტივ ჯობსი, რომელმაც კომპანია „ეფლი“ შექმნა, მაჰათმა განდის თაყვანისმცემელი გახლდათ, ხოლო პლატონისა და სოკრატეს ურთიერთდამოკიდებულება კი უბრალოდ კლასიკაა.   

რა მნიშვნელობა აქვს მოზარდის ცხოვრებაში წარმატებული ადამიანის მაგალითს, ისტორიას, მის მიერ განვლილი გზის გაცნობას, რომელიც შესაძლოა მისთვის ავტორიტეტად იქცეს და ვისი ბიოგრაფიის და შემოქმედების გაცნობას ურჩევდნენ მოსწავლეებს - Etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს ესაუბრა. 

თბილისის №54 საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ჩოქური:

საერთოდ, ადამიანის ჩამოყალიბების პორცესში დომინანტის, ავტორიტეტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ამით არის განპირობებული თუ რა ღირებულებების სისტემა  და რა დამოკიდებულებები ექნება. პირიქითაც შეიძლება ითქვას-ღირებულებები და დამოკიდებულებები განაპირობებს იმას თუ ვინ არის მისთვის დომინანტი და ავტორიტეტი. ზრდასრულ ადამიანსაც სჭირდება ავტორიტეტი, ვის პიროვნებასაც გააანალიზებს, მიბაძავს, ვინც მისთვის მოტივატორი გახდება და ა.შ. თანამედროვე ეპოქაში ამის სერიოზული დეფიციტია. სკოლაში, სწავლების პროცესშიც ერთ-ერთი ჩვენი მისია ეს არის, რომ ბავშვს ნიუანსურად ჩამოვუყალიბოთ ღირებულებების სისტემა. ამიტომ, რომელი საგნის მასწავლებელიც არ უნდა იყოს, დანიშნულება არის ის, რომ ისე მიაწოდოს მასალა, ბავშვს ავტორიტეტები დაანახოს, რომელთაგან მოსწავლე სასურველს თავად აარჩევს. არაფრით არ შეიძლება გადაჭრით თქმა, რომ ეს კარგია და ის ცუდი, რადგან ამ დროს პირიქით შედეგს ვიღებთ-ბავშვებს ნეგატივიზმი ახასიათებთ და შესაძლოა წინააღმდეგობის სურვილი გაუჩნდეთ. 

რჩევის სახით მე პირადად ალბათ ოთარ ჭილაძეს დავუსახელებდი მოსწავლეებს, გურამ თიკანაძეს... ჩვენი სკოლა, საერთოდ, სოფიკო ჭიაურელის სახელობისაა და მასაც დავასახელებდი. ასევე, ჩვენ გვაქვს მემორიალი სკოლაში, ახალგაზრდებისადმი მიძღვნილი, რომელზეც აფხაზეთის ომში დაღუპული ჟიული შარტავა და სხვა ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მათთან ერთად ჟურნალისტი დათო ბოლქვაძეა. ამ კონკრეტულ მაგალითებზე, ისტორიებზე დაყრდნობით, რომელსაც მოსწავლეებს ვუყვებით, დასკვნებს თავად აკეთებენ.  

დოლოგნის საჯარო სკოლა, დირექტორი იზოლდა ჯაფარიძე: 

წარმატებული ადამიანის მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდისთვის. ღირებულებების და პრინციპების სწორად შერჩევა ცხოვრების გზაზე ერთ-ერთი გადამწყვეტი დეტალია. მე მაგალითად პატრიარქს დავასახელებდი ავტორიტეტად, თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან გამომდინარე. 

ქვედა გორას საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ხურციძე:

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორიტეტს, მაგალითს მოსწავლისთვის, რომელიც ისეთ ასაკშია, რომ ყველაფრის გადაღება სურს. როცა ვამბობთ, რატომ იქცევა ასე ესა თუ ის მოსწავლე, რა თქმა უნდა, მიზეზი გავლენის ქვეშ ყოფნაა-აკეთებს იმას, რასაც ხედავს. სკოლის და ოჯახის მიერ კარგად შერჩეული ავტორიტეტი მნიშვნელოვანია. მე ჩვენ წინაპრებზე გავაკეთებდი აქცენტს, რადგან ყველას გვსურს პატრიოტი და კარგი ქართველი თაობა აღვზარდოთ. ექვთიმე თაყაიშვილს, ილია ჭავჭავაძეს ვურჩევდი მოსწავლეებს ავტორიტეტებად აეღოთ. 

საკრაულის საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა გურგენიძე: 

ჩემი აზრით, წარმატებული ადამიანის მაგალითი და სწორად შერჩეული ავტორიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დეტალია მოსწავლისთვის და რატომ: სხვების ცხოვრების შესწავლით საკუთარ ცხოვრებასთან პარალელების გავლება და საიდან რისი მიღწევაა შესაძლებელი, ამის სწორად დაგეგმვაა შესაძლებელი. მე მოსწავლეებს ცხოვრების სტილის გასათვალისწინებლად ექვთიმე თაყაიშვილის დავუსახელებდი. 

ვაიოს საჯარო სკოლა, დირექტორი ბადრი შავიშვილი:


რა თქმა უნდა, ადამიანს ზოგადად ახასიათებს მიმბაძველობა და ყველა, განსაკუთრებით მოზარდი, ირჩევს ავტორიტეტს, რომლის მსგავსიც სურს იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამგვარი პიროვნების სწორად შერჩევა. ასეთ პირად ილია ჭავჭავაძეს დავასახელებდი-ქართველობის ღირსეულ წარმომადგენელს, მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი. 

თბილისის N17 საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ ჭელიძე:

წარმატებული ადამიანის ცხოვრების გათვალისწინება მოსწავლისთვის მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი მიზეზია. მითუმეტეს, რომ მოზარდმა უფრო მეტად შეიძლება დაიწყოს მიბაძვისთვის პერსონის შერჩევა. ძალიან ბევრი ადამიანის დასახელება შეიძლება, მაგრამ ყველა თაობისთვის ილია ჭავჭავაძე გამორჩეული საზოგადო მოღვაწე გახლდათ. სწორედ ამიტომ მას დავასახელებდი. 

ალამბრის საჯარო სკოლა, დირექტორი დალი ნიჟარაძე:

წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიის გაცნობას და მის ავტორიტეტად ქცევას ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ღირსეული ცხოვრების, კარგი საქმის კეთების სურვილი უჩნდება, ამავდროულად, პატრიოტიზმის გრძნობაც უმაღლდება. ჩემთვის პატრიოტიზმი მხოლოდ ტანკის ქვეშ წოლა არ არის, ქვეყნისთვის ყველა კარგი საქმის კეთებაც პატრიოტიზია.  რადგან ჩვენი სკოლა სოფლისაა, მაინც ნოდარ დუმბაძეზე გავაკეთებდი აქცენტს, რადგან დუმბაძე ჩვენ გულებთან ახლოსაა. მოსწავლეებს ვეტყოდი, ისე უყვარდეთ ქვეყანა, როგორც ნოდარ დუმბაძეს უყვარდა. ისეთივე ნიჭიერები იყვნენ, როგორც ნოდარ დუმბაძე იყო. 

ახოს საჯარო სკოლა, დირექტორი ასლან ბერიძე:

ნებისმიერი ადამიანი ვიღაცას ბაძავს ან მოსწონს. ეს განვითარებას ხელს უწყობს. ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურია, განსხვავებული აზროვნებისა და უნარ-ჩვევების მქონე, ამიტომ ვერ დავავალებთ კონკრეტული პირით დაინტერესებას. თუმცა რჩევას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რომლის მერეც ადამიანი საკუთარ იდეალს აყალიბებს. ქართველებს კი ამგვარ ავტორიტეტებს რა გამოგვილევს: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის სახით. მე პირადად ვაჟა ფშაველაზე მეოცნებე კაცი ვარ, რომელმაც თავისი ეპოქა ფეხშიშველამ შექმნა. ბუმბერაზ ილია ჭავჭავაძეზე მოვყვებოდი კიდევ, განვაზოგადებდი და ისე მივიტანდი მოსწავლეებამდე, რომ არჩევანის თავისუფლება ჰქონოდათ. 

მეძიბნას საჯარო სკოლა, დირექტორი სერგო დუმბაძე:

რა თქმა უნდა, მოსწავლეს წარმატებული ადამიანის მაგალითი ეხმარება. გააჩნია ავტორიტეტსაც და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა. ეს ასწავლის მოსწავლეს რა მიმართულებით წავიდეს. ჩემთვის, მაგალითად, მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი საინტერესო პიროვნებაა. ავტორიტეტად კი ილია ჭავჭავაძეს დავასახელებდი.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება