სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვინ ესტუმრა სკოლაში გელა ჩარკვიანს - „მე შენ ციხეში მგონიხარ-მეთქი, ვუთხარი და გადავეხვიე...“
30-08-2018
-
+


დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საკუთარი წიგნიდან „ნაგერალა 2“ ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც სკოლის პერიოდს იხსენებს:

„მოსკოვის 56-ე სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე როიალთან ვიჯექი და ჯაზს ვუკრავდი. გვერდით თანაკლასელი ჟენია ჩერნიშოვი მეჯდა და პიონერულ დოლზე რიტმში რაღაცას აბრახუნებდა. 

ჩემ გარდა სკოლაში ფორტეპიანოზე არავინ უკრავდა და, ბუნებრივია, დარბაზი გასუსული მისმენდა. განსაკუთრებით ეფექტური პასაჟების შესრულებისას ამაყად გადმოვხედავდი ხოლმე პირველ რიგში მჯდომ ლამაზ გოგოებს – ტანია ივანოვას, ოლია რუმიანცევას და რონა მურავიოვას. 

ერთხელაც, დარბაზისკენ რომ შემოვტრიალდი, ბოლო რიგში შევნიშნე უფერული რუსი ბავშვებისაგან განსხვავებული, შავულვაშიანი სახე, რომელიც მომეჩვენა, რომ მიღიმოდა. დაკვრა გავაგრძელე, თუმცა სულ იმ მოღიმარ ულვაშიან ადამიანზე ვფიქრობდი. 

ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო? ისევ რომელიმე ქართველი ნათესავი ხომ არ გვესტუმრა-მეთქი. თუმცა, სკოლაში რატომ მოვიდოდა. შინ დამელოდებოდა. ტაშმა იქუხა, სცენიდან სწრაფად ჩამოვირბინე და ბოლო რიგისკენ გავემართე. რომ მივუახლოვდი, ვიცანი და გავოცდი. ულვაშა მერაბ კოსტავა აღმოჩნდა. მე შენ ციხეში მგონიხარ-მეთქი, ვუთხარი და გადავეხვიე. 

გაზეთ „კომუნისტში“ დაბეჭდილი წერილი „სარეველა“, რა თქმა უნდა, წაკითხული მქონდა და მართლა არ ველოდი მასთან შეხვედრას. გამოგვიშვესო, მითხრა. ჩემთან სახლში ავედით. იქამდე მოსულა და დედაჩემს გამოუშვია სკოლაში. ვისადილეთ. ჩაის რომ ვსვამდით, მითხრა: „დარბაზში როცა შემოვედი, შენ რე მაჟორში უკრავდი და ფინალში ფა მაჟორში გადახვედი“-ო. „შენ რა, აბსოლუტური გაქვს?“ – თუ გინდა გამსინჯეო, მითხრა. 

მივედით ჩემს „კრასნი ოკტიაბრთან“. აბა, თავი მიატრიალე-მეთქი და ავიღე დო. სიო, მეუბნება. არა, დო. შეწუხდა. ავიღე სოლ, ფა დიეზიო, ამბობს. და აქ გამახსენდა, რომ ჩემი უბედური პიანინო დეკის სისუსტის გამო ნახევარი ტონით დაბლაა აწყობილი. ვუთხარი. ბოდიში მოვუხადე და ხელი ჩამოვართვი. 

მერე вечеринка-ზე წავიყვანე, რუსი გოგოები გავაცანი. ერთმა გოგომ გვთხოვა, სახლში მიმაცილეთო. Дорогомиловская застава-სთან მოხულიგნო ტიპები იდგნენ. ერთი მოგვიახლოვდა და ჩვენს გოგოს დაეჭყანა. მერაბი აღშფოთდა. ძლივს შევაკავე. 
გეყოფა რაინდობა-მეთქი. აქ ცუდი ცემა იციან. ადრე ნანახი მქონდა, როგორ გალახა ზუსტად ამ ადგილას ექვსმა ბიჭმა ინტელიგენტური გარეგნობის პორტფელიანი სომეხი კაცი. დამიჯერა და გადავრჩით“. -წერს გელა ჩარკვიანი. 

ფოტო: გელა ჩარკვიანი და ჟენია ჩერნიშოვი სკოლის საღამოზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება