სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველი მოჭიდავეების ფოტოს გარშემო სკანდალი გრძელდება - რა განმარტებას აკეთებს გენო პეტრიაშვილი
17-08-2018
-
+


„ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ, თუ არ ჩაიცვამენ, ეს არავის საქმე არ არის", - ასე აფასებს ქართველი მოჭიდავეების მიერ ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯაბო თადეევის სახიანი მაისურის ჩაცმასა და ფოტოს გადაღებას ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. კომენტარი ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ დროშას აქვეყნებს და ევროპის კონტინენტი, რომ ჩვენს ჰიმნს იზეპირებს უკვე, ამდენი მედალი, რომ ავიღეთ და საერთოდ ფედერაცია, რომ ასეთი წარმატებულია ვინმეს უკითხავს?", - აცხადებს გეგეშიძე.

ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, თედეევი მეგობარია და ქართველებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში დაეხმარა.

ფოტო, სადაც  საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე არიან გადაღებულები სხვადასხვა საიტზე გუშინ გავრცელდა.

მათ რუსეთის დროშისფერიანი მაისურები აცვიათ, რომელზეც ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ (ჯაბო) თედეევის სახეა დაბეჭდილი.

თედეევი ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტში ფრაქცია რუსი პატრიოტების წარმომადგენელია. მას ოსეთის გმირისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის სხვადასხვა ჯილდოები აქვს მიღებული.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი:

„მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა.

ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.

მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის...

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!“ - წერს მოჭიდავე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება