სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები „წითელქუდას“?
15-08-2018
-
+


„იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელსაც დედამ წითელი ქუდი უყიდა. ამის გამო მას ყველა წითელქუდას ეძახდა“ - ასე იწყება ჩვენი და ჩვენი ბავშვების საყვარელი ზღაპარი, რომელზეც თაობები გაიზარდნენ. 

რამდენიმე ხნის წინ, ჩვენთვის ნაცნობი ისტორია სოციალურ ქსელში ახლებური ინტერპრეტაციით გავრცელდა. იდეამ, თუ როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები „წითელქუდას“, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. 

ასე დაწერდნენ ცნობილი მწერლები „წითელქუდას“ და როგორ დაწერდი შენ? 

ერიხ მარია რემარკი  - „- მოდი ჩემთან. - მშვიდად წარმოთქვა მგელმა. წითელქუდამ ორი ჭიქა აავსო კონიაკით და მგელს სასთუმალთან მიუჯდა. ისინი ხარბად ისუნთქავდნენ კონიაკის ნაცნობ არომატს. ამ არომატში იყო ჩაქსოვილი მოწყენილობა და დაღლილობა, რომლებსაც მზის ჩასვლის იერი დაჰკრავდა. კონიაკი იყო თავმოყრილი მთელი ცხოვრება. - მოვალ - უპასუხა წითელქუდამ - სხვა გზა ხომ არც ერთს არ გვაქვს. არც მე და არც შენ მომავალი არ გვაქვს. მგელი დუმდა. ის წითელქუდას ნათქვამს ეთანხმებოდა“. 

ჯეკ ლონდონი - „წითელქუდა ხომ მისი რასის ღირსეული წარმომადგენელი იყო. მის ძარღვებში ჩქეფდა ჩრდილოეთის დამპყრობელი თეთრკანიანების ძლიერი სისხლი. წითელქუდა თვალის დაუხამხამებლად ეკვეთა მგელს და ერთი ძლიერი, კლასიკური აპერკოტით ყბა მოამტვრია. შეშინებული მგელი გაიქცა, წითელქუდამ კი ის თავისი მშვენიერი, ქალური ღიმილით გააცილა“. 

ვიქტორ ჰიუგო - „წითელქუდა აკანკალდა. მან საშინელი მარტოობა იგრძნო. ის მარტო იყო, როგორც ნემსი უდაბნოში, როგორც მტვერი ვარსკვლავებს შორის, როგორც არენაზე ლომებთან საბრძოლოდ გამზადებული გლადიატორი“. 

რადიარდ კიპლინგი - „ჩვენ ერთი სისხლის ვართ! - დაუყვირა წითელქუდამ მგელს - წარმატებულ ნადირობას გისურვებ!“. 

იდეას სოციალური ქსელის მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ და თავიანთი ვარიანტებიც შემოგვთავაზეს. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება