| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. ღონისძიება განმსჭვალული იყო სიყვარულითა და პატივისცემით, აღინიშნა მასწავლებლის როლი და ღვაწლი განათლებული თაობების აღზრდის საქმეში, მრავალჯერ გაჟღერდა ფრაზა - „მადლობა მასწავლებელო“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს არა მხოლოდ საკუთარ პედაგოგებს, არამედ მთელი საქართველოს მასწავლებლებს და მათ არაერთი ღირსეული თაობის აღზრდა უსურვეს.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა