სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს 
29-10-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ღონისძიებით მიულოცეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და საყვარელ მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს. 

ღონისძიების კულმინაციად იქცა მათ მიერ გადაღებული ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც მასწავლებელთა ყოველდღიურობას ასახავს. 

დღესასწაული არ არსებობს ყვავილების გარეშე, ამიტომ უფროსკლასელებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და ეს ღირსშესანიშნავი დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

„ზეიმმა თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან მოსწავლეებს დაუვიწყარი წუთებისა და ემოციებისთვის. 

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ-ვიდეომასალა:

ბმული 1

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება