სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა არაქალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
18-11-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ზეიმით დაიწყეს. 

მოსწავლეებმა წიგნიერების სამყაროში ხალისითა და დიდი შემართებით შეაბიჯეს, მათ მოტივაციაზე დამრიგებელმა იზრუნა - პედაგოგმა საზეიმო თემატური დეკორაციებით მორთო და მოკაზმა საკლასო ოთახი და მოსწავლეებსაც არაერთი სახალისო თუ საზეიმო აქტივობები გაიმართა. 

გაიმართა ანბანის პირველი ასო-ბგერის პრეზენტაცია, რომელსაც მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ, იაქტიურეს და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს. 

დღე გამოირჩეოდა შემოქმედებითი აქტივობებითაც -  პირველკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.

ღონისძიების ბოლოს პედაგოგმა მათ სიგელები გადასცა და საანბანო პერიოდის დაწყება კიდევ ერთხელ მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სასწავლო პროცესს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ- მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ

სკოლაში ახარებთ კიდევ ერთი ევროპული აღიარება და პედაგოგს წარმატებას ულოცავენ

კონფერენციაში მონაწილეობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლა

აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს მიეღოთ მეტი და ამავე დროს ვიზუალური ინფორმაცია ქართული ხელნაწერების შესახებ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება