| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N20 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში. eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
სულ ახლახან, კი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, გვანცა გიორგობიანმა, eTwinning-ის პროექტებში აქტიური მონაწილეობით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
გვანცა გიორგობიანის პროექტმა თავდაპირველად ეროვნული ხარისხის ნიშანი დაიმსახურა, ახლა კი პროექტს ევროპული ხარისხის ნიშანი მიენიჭა.
სკოლაში ახარებთ კიდევ ერთი ევროპული აღიარება და პედაგოგს წარმატებას ულოცავენ.
„ეს აღიარება პედაგოგის პროფესიონალიზმის, შემოქმედებითი მიდგომის, შრომისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობაში აქტიური ჩართულობის დასტურია.
განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგების საქმიანობა სცდება საკლასო ოთახის ფარგლებს და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიც იმსახურებს აღიარებას.
ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი და მშრომელი პედაგოგით და მისი წარმატებებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას