| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ოპიზას“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტებში - „ქართული ხელნაწერები" და "ვახუშტი ბაგრატიონი - 330“ და ესტუმრნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს მიეღოთ მეტი და ამავე დროს ვიზუალური ინფორმაცია ქართული ხელნაწერების შესახებ; ენახათ ძველი ქართული ორნამენტებით შემკული ოთხთავები, მრავალთავები, ჭილ-ეტრატზე შესრულებული წერილობითი ძეგლები, „ვეფხისტყაოსნისა“ და „დავითიანის“ უნიკალური ხელნაწერები. ასევე მნიშვნელოვანი იყო ვახუშტი ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენა.
სასწავლო გასვლითი ღონისძიების შედეგად მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს გამოფენილი მასალების მიმართ, გაითავისეს წინაპართა ნაღვაწის ლიტერატურულ-ისტორიული მნიშვნელობა.
„ეს იყო წარსულისა და თანამედროვეობის საოცარი სინთეზი“,- ასე აფასებენ გასვლით ღონისძიებას სკოლაში.
ტურს უძღვებოდა ისტორიის დოქტორი ქალბატონი თეა ქართველიშვილი და საგამოფენო განყოფილების თანამშრომელი ქალბატონი ქეთი ყიფიანი.
გასვლით ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თინათინ ჯორბენაძე.
იხილეთ ვიდეო
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას