სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
18-11-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იმდიდრებენ ცოდნასა და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

ამჯერად, მოსწავლეები მუნიციპალურ კონფერენციას შეუერთდნენ და შესაძლელობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

16 ნოემბერს, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენცია - „ჩემი სვანეთი”. 
 
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სასულიერო სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა ბასილმა, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარიამ ჯაფარიძემ კონფერენციის მოდერატორებმა: ნათია გოშთელიანმა (მესტიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი), ზურაბ ქანთარიამ (სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი) , მადონა ჭკადუამ (სოფელ ყარ-სგურიშის სკოლის დირექტორი) და სპარტაკ გვარმიანმა (სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი).

ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ. 

წარდგენილ იქნა შემდეგი პრეზენტაციები: 
„კოშკების ლოცვა“ - ანანო გელოვანი, ანასტასია ჭკადუა- XI კლასი.
„ნუმიზმატიკური ძეგლები სვანეთში“ - საბა ჭკადუა- XII კლასი, ნუცა ზუმაძე-XI კლასი. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებითა და მრავალმხეივი ინფორმაციით შეძლეს გადმოეცათ სვანეთში არსებული რელიგიური დღესასწაულების მნიშვნელობა, ასევე სხვადასხვა პერიოდში აღმოჩენილი და მუზეუმში დაცული ნუმიზმატიკური ძეგლების დღემდე უცნობი ისტორიები. მათ გამოსვლას დარბაზის მხრიდან დიდი დაინტერესება და დადებითი შეფასება მოჰყვა. 

„მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების, კვლევითი უნარების განვითარებისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის პროცესში“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ როდესაც მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი მხარის და ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებს, ისინი არა მხოლოდ ახალ ცოდნას იძენენ, არამედ აცნობიერებენ წარსულის მნიშვნელობას, საკუთარი იდენტობისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობას.

თითოეულ მონაწილეს კონფერენციის ბოლოს გადაეცა სერტიფიკატი მოხსენების წარდგენისა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის. 

კონფერენციაში მონაწილეობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება