სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
18-11-2026
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლა მოქალაქეობის მასწავლებლის - თეკლე შოგიძის ინიციატივით, დაზოგვის მსოფლიო დღის 2026 წლის კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში - „მოიწვიე ფინედუ კლასში“.

პროექტის ფარგლებში სკოლას „ფინედუს“ დესპანი ეწვია და მოსწავლეებისთვის ჩაატარა სახალისო, ინტერაქტიული და თამაშებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობები ფინანსური განათლების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება, პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლიანი მომხმარებლური ქცევის უნარების განვითარება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას და მოსწავლეებში ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას.

„განსაკუთრებული მადლობა „ფინედუს“ დესპანს საინტერესო, შემეცნებითი და მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებით გამდიდრებული შეხვედრისთვის, ასევე პროექტის ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ფინანსური წიგნიერება ინფორმირებული, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის მნიშვნელოვანი საფუძველია და  თანამედროვე მოქალაქის მნიშვნელოვანი კომპეტენცია.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

დღე გამოირჩეოდა შემოქმედებითი აქტივობებითაც -  პირველკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს

ღონისძიებას ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა ფრუიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეები შვედი მწერლის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მაკა უჩაძე და ლალი მილორავა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება