სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოუარეთ საქართველოს! - ეროვნული ღირებულებების გაცნობიერებისკენ მიმართული შემაჯამებელი გაკვეთილი ოზურგეთის N3 სკოლაში 
16-11-2026
-
+


ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა ქართული ლიტერატურის გაკვეთილი ძალზედ შთამბეჭდავად წარიმართა. 

მოსწავლეებმა, პედაგოგ მზია შევარდნაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო თემა საინტერესო აქტივობებით შეაჯამეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „მოუარეთ საქართველოს!“, იქცა მოგზაურობად, ემოციურ აღმოჩენად და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებად.

„მეშვიდე კლასში ჩატარებულმა შემაჯამებელმა გაკვეთილმა - „მოუარეთ საქართველოს!“ - კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ლიტერატურის სწავლება მხოლოდ ტექსტის გააზრება არ არის. ის შესაძლებლობაა, მოსწავლეებმა იფიქრონ საკუთარ ფესვებზე, ქვეყნის წარსულზე, დღევანდელობასა და იმ მომავალზე, რომლის შექმნაშიც თავად უნდა მიიღონ მონაწილეობა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ გაკვეთილის საფუძვლად იქცა განსაკუთრებული სასწავლო რესურსი - „ხუთი კარი საქართველოსთვის“, რომელიც მოსწავლეებმა სიმბოლურად შეაღეს და ხუთი მიმართულებით დაიწყეს ფიქრი საქართველოსა და მის ფასეულობებზე.

თითოეული კარი ახალი აღმოჩენის, მსჯელობისა და ემოციური გამოცდილების დასაწყისი იყო.

გაკვეთილის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი ეპიზოდი ახალი მოსწავლის ჩართულობა აღმოჩნდა. ბავშვი, რომელიც უცხოეთში გაიზარდა და ახლა ქართულად ამეტყველდა, საკუთარი ემოციებითა და საქართველოზე ლექსით წარდგა კლასის წინაშე.

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა საქართველოს მოვლის პირობა დადეს. თითოეულმა საკუთარი სიტყვით გამოხატა, რას გააკეთებდა ქვეყნისთვის, როგორ იზრუნებდა მის ბუნებაზე, ენაზე, კულტურასა და ადამიანებზე.

საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებულმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, გამოევლინათ ცოდნა, ემოციური დამოკიდებულება, შემოქმედებითი უნარები, არგუმენტირებული მსჯელობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამასთანავე, გაკვეთილმა ხელი შეუწყო ეროვნული ღირებულებების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოციალური ემპათიის განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ალერტკარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ტურნირში წარმატებით იასპარეზა და I ადგილი დაიკავა

„ძნელია შეეგუო რეალობას, როდესაც 22 წლის სიცოცხლით, ოცნებებითა და მომავლის იმედებით სავსე ახალგაზრდა მოულოდნელად ჩვენს გვერდით აღარ არის“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება