| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი იზა ხარატიშვილი) საინტერესო და შემეცნებითი სამაგიდო თამაში - „ქუთაისის თავგადასავალი“ შექმნეს და თავადვე ითამაშეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაღრმავება და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება. თამაშის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, სახალისო და ინტერაქტიული ფორმით ემოგზაურათ ქუთაისის წარსულსა და აწმყოში, უკეთ გაცნობოდნენ ქალაქის ისტორიულ ადგილებს, მნიშვნელოვან მოვლენებსა და კულტურულ ფასეულობებს.
„ქუთაისის თავგადასავალი“ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სწავლა შეიძლება იყოს საინტერესო, შემოქმედებითი და აღმოჩენებით სავსე პროცესი. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა, ფანტაზია და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ამავდროულად კი კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული მშობლიური ქალაქის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარებას.
„ქუთაისის გაცნობა არასოდეს სრულდება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ბავშვების თვალით ვუყურებთ!“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას