| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის №28 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი „ლიტერმანი“, რომლის მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და მათი თვალსაწიერის გაფართოებაა.
კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი თინა გიორგაძე გახლავთ.
ახლახან, კლუბში ჩართული მე-5 კლასელებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
V კლასის წიგნის კლუბი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას ესტუმრა.
ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ პედაგოგი, ფსიქოლოგიის მაგისტრანტი სალომე გაბრიჭიძე და საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის ლექტორი თამო ბერაია.
შეხვედრა ცნობილი შვედი მწერლის ცხოვრებსა და შემოქმედებას მიეძღვნა.
.ამჟამად, „ლიტერმანის“ წევრები „ემილის თავგადასავალს“ კითხულობენ, შემდეგი წიგნი კი „პეპი გრძელწინდა“ იქნება.
მოსწავლეებმა „ემილის თავგადასავლის“ მიხედვით შექმნილი თეატრალური დადგმის ეპიზოდი ნახეს და მასპინძლებთან ერთად იმსჯელეს მნიშვნელოვან კითხვაზე: რას ნიშნავს იყო ცელქი?
ბავშვებმა ასევე ნახეს ანიმაცია კარლსონზე, მოისმინეს ასტრიდ ლინდგრენის ინტერვიუ და გაეცნენ მწერლისა და სარას მიმოწერას, რომელმაც ბავშვებს ასტრიდის პიროვნებისა და მისი ღირებულებების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ძველმა საბეჭდმა მანქანამ. მოსწავლეებმა თავად სცადეს ბეჭდვა ისეთ მანქანაზე, როგორსაც ასტრიდ ლინდგრენი თავისი ნაწარმოებების შექმნისას იყენებდა.
მე-5 კლასელებმა ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებაში წამოჭრილ მთავარ საკითხებზე იმსჯელეს, საკუთარი აზრი გამოხატეს და საინტერესო კითხვებიც დასვეს.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას