სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის წმ. კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალურ თამაშში, მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებულია
13-11-2026
-
+


ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ცოდნა, ინტელექტი, ლოგიკური აზროვნება და გუნდური სულისკვეთება - ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია მოსწავლეები კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებამდე მიიყვანა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში IX-XII კლასებისა და V-VIII კლასების მოსწავლეთა შორის გამართულ მუნიციპალურ პირველობაში, ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“, სკოლა-გიმნაზიის გუნდმა „მჭერმეტყველებმა“ V–VIII კლასების კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს გამარჯვება მოსწავლეთა ცოდნის, ფართო თვალსაწიერის, სწრაფი აზროვნების, მიზანდასახულობისა და გუნდური თანამშრომლობის ნათელი დასტურია. თითოეული სწორი პასუხის მიღმა დგას შრომა, შემეცნებისადმი ინტერესი და ცოდნის მუდმივი გაღრმავების სურვილი.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ირიცხებიან:

დავით ჯინჭარაძე - გუნდის კაპიტანი;

თეკლა ჟღენტი;

ლუკა ცენტერაძე;

ნია გოხიძე;

ეფემია სოლომონიძე;

ნიკოლოზ ხადური.

სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად ულოცავს გუნდის თითოეულ წევრს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მადლობას უხდის მათ მონდომების, პასუხისმგებლობისა და სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის!

„ვულოცავთ, ჩვენს გამარჯვებულებს! თქვენი წარმატება ჩვენი გიმნაზიის სიამაყეა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
ეს გამარჯვება მოსწავლეთა ცოდნის, ფართო თვალსაწიერის, სწრაფი აზროვნების, მიზანდასახულობისა და გუნდური თანამშრომლობის ნათელი დასტურია
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება