| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული აქტივობებითა და ღონისძიებებით.
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, 2026-2027 სასწავლო წელი, რა თქმა უნდა, საზეიმოდ დაიწყო.
სასწავლო წელმა, ტრადიციისამებრ, ლამაზი ღონისძიებით აიღო სტარტი, რომელზეც ბაკურიანის საკრებულოს მესვეურებიც დაესწრენ და სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
არც 21 სექტემბერი დავიწყებიათ, მშვიდობის საერთაშორისო დღე. თარიღი საგანთაშორისი (ინგლისური, ისტორია, ხელოვნება) ინტერგაციით განსხვავებულად და ორიგინალურად აღინიშნა. ღონისძიებას, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ნათელა გელაშვილი-დუგაროვი, ირმა ბესიაშვილი და ქრისტინა ტონოიანი.
სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა, 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღე. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლებთან ერთად (ქრისტინა ტონოიანი და მაკა მუჯირი) ლამაზი ლექსებითა და ყვავილებით გაულამაზეს პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული.
სკოლაში დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას - „ჩემი პირველი ნერგი“ და გარემოს დაცვა ორიგინალურ ღონისძიებად აქციეს.
„არც საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ აქტივობას არ გამოვრჩით და „ჩემი პირველი ნერგი„ ლამაზ ღონისძიებად ვაქციეთ, სადაც მოსწავლეებმა სპექტაკლი - „ხმელი წიფელი“ დადგეს, სიმღერისა და ცეკვის ნომრებით გაამდიდრეს, ნერგები ხალისით დარგეს და ბოლოს თბილი ჩაიც დააგემოვნეს „დაღლილებმა“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა