სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე ცოდნას პრაქტიკაში იყენებს“ -  ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებელი მადონა მურმანიშვილი
19-10-2026
-
+


მადონა მურმანიშვილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომელიც მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურება. მისთვის წარმატებული სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეგობრული, უსაფრთხო და მოტივაციაზე დაფუძნებული გარემოს შექმნით იწყება და მოსწავლეთა საჭიროებების, ინტერესების გათვალისწინებით გრძელდება. 

მოსწავლეთა ინტერესის გასაღვიძებლად სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს მიმართავს და ცოდნას რეალურ ცხოვრებას უკავშირებს, ამ და სხვა თანამედროვე მიდგომებით კი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქცოს. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებელი მადონა მურმანიშვილი პასუხობს. 

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია…
- მოსწავლეებისთვის მეგობრული, უსაფრთხო და მოტივაციაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ…
- მოსწავლეთა საჭიროებებზე, ინტერესებზე და გაკვეთილის მიზნებზე.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც…
- მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ, იაზრებენ ახალ მასალას და სწავლის სურვილი უჩნდებათ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება…
- მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებით, საინტერესო კითხვით ან სახალისო აქტივობით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ…
- თამაშებს, ინტერაქტიულ აქტივობებს, საინტერესო რესურსებსა და ყოველდღიური ცხოვრებიდან მოყვანილ მაგალითებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც…
- მის შრომას აფასებენ, წარმატებას ამჩნევენ და საკუთარი შესაძლებლობების სჯერათ.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც…
- მოსწავლე ცოდნას პრაქტიკაში იყენებს, საკუთარ პროგრესს ხედავს და აღმოჩენებით სიამოვნებას იღებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ
 
მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად ქცეული გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება