| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპის აქტიურობის პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში უნდა ველოდეთ.
„ნოემბერში დაიწყება გრიპის შემთხვევების მატება, ხოლო დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი შესაძლოა, იყოს გრიპის აქტიურობის პიკი.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სეზონი ნაკლებად აქტიურია გასული 2 წელთან შედარებით - ნაკლებია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ერთადერთი ქვეყანა სადაც ფიქსირდება გრიპის ადრეული აფეთქება და გრიპის ვირუსის ადრეული დასაწყისი, ეს იაპონიაა. გრიპის ვირუსი აგვისტოში დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარე სეზონი იქ გამორჩეულია. ამას, არანაირი გავლენა არ გააჩნია საქართველოზე არც პროგნოზულად და არც რეალური ზემოქმედების თვალსაზრისით. რადგან ქვეყანაში გრიპის შემთხვევები არ არის მომატებული და არც მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, მოლოდინი გვაქვს, რომ გრიპის სეზონი წელს სტანდარტულად იქნება ისეთივე, როგორიც წინა წლებში იყო. ჩვენთან, ნოემბრიდან იწყება გრიპის გავრცელება. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისი ითვლება ვაქცინაციის იდეალურ პერიოდად. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. რისკ ჯგუფებს (65 წლის და უფროსი ასაკის პირები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პირები).
როგორც წესი, ვაქცინა შემოდის ოქტომბრის თვეში და იგეგმება დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინის შემოტანა, რაც ქვეყნისთვის სავსებით საკმარისია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ