| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნები სკოლაში დემოკრატიულ გარემოში, წესების სრული დაცვით ჩატარდა.
მოსწავლეებმა თავიანთი წარმომადგენლები თვითმმართველობაში შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევდა ერთ კანდიდატს მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ჩაითვალა მოსწავლე, რომელმაც მეტი ხმას მოიპოვა. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.
სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს.
„ვულოცავთ, მოსწავლეთა თვითმმართველობის ახალარჩეულ წევრებს და ნაყოფიერ, წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს