| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია ხარისხიანი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე ხაზს უსვამს პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მისი სკოლის რამდენიმე მასწავლებელი ზამთარში, განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ საგნის გამოცდაზე გასვლას გეგმავს.
„მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის დადასტურება უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად. გვჯერა, რომ მუდმივი განვითარება, პროფესიული ცოდნის გაღრმავება და საკუთარი შესაძლებლობების შეფასება თითოეული პედაგოგის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სკოლის რამდენიმე მასწავლებელი ზამთარში, სამინისტროს მიერ დაანონსებულ საგნის გამოცდაზე გასვლას გეგმავს. ეს მათი პროფესიული წინსვლისა და განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც სკოლის დირექტორისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგები მუდმივად ზრუნავდნენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგან კომპეტენტური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებს წარმატებას, თავდაჯერებულობასა და საუკეთესო შედეგებს! გვჯერა მათი შესაძლებლობების და მხარს ვუჭერთ პროფესიული განვითარების გზაზე“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი ბესარიონ სიხარულიძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე