| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
21 ოქტომბერი წინსვლის მსურველი მასწავლებლებისთვის ბოლო ვადაა; ვრცელდება არაერთი რეკომენდაცია, თუ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და როგორ უნდა დაიწეროს სწორად აღნიშნული დოკუმენტი, etaloni.ge კი გთავაზობთ იმ შეცდომების ჩამონათვალს, რომელთა დაშვებაც ქულებს დაგაკლებთ.
ხედვის წერისას დაშვებული შეცდომები, რომლებიც ქულებს დაგაკლებთ:
კოპირებული ფორმულირებები, ანალიზის გარეშე - ოფიციალური აღწერის გადმოწერა - დოკუმენტებიდან მზა ფორმულირებების კოპირება საკუთარი ანალიზის გარეშე;
ხედვის სამოქმედო გეგმად ქცევა - შინაარსობრივი მსჯელობის ნაცვლად მშრალი გრაფიკებისა და ცხრილების წერა;
მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიებები - აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთ ტრენინგზე ან პრეზენტაციაზე;
ზოგადი ფრაზები მაგალითის გარეშე - თეორიული საუბარი პრაქტიკული გამოცდილების ჩვენების გარეშე;
ამოცანები მიმართულებასთან კავშირის გარეშე - ისეთი მიზნების დასახვა, რომლებიც არ შეესაბამება არჩეულ ფუნქციას;
შედეგად აქტივობის დასახელება - იმის ჩაწერა, თუ რა გააკეთეთ და არა იმის, თუ რა შეიცვალა ამით;
ზოგადი განცხადება მაგალითის ნაცვლად - კონკრეტული ქეისის ნაცვლად ზოგადი დეკლარაციული საუბარი;
სამიზნე ჯგუფი მხოლოდ მსმენელის როლში - კოლეგებისა თუ მოსწავლეების პასიურ მსმენელებად დატოვება;
ფოკუსი მხოლოდ საკუთარ კლასზე - სკოლის მასშტაბის ცვლილებების იგნორირება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი