სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

გამოვლინდა თუ არა ბაღებიდან აღებულ საკვებში დარღვევა - მონიტორინგის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
15-10-2026
-
+


საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
 
„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა-694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი. ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.
 
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
 
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება