სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეხება ყველა მოსწავლეს 1-ელი-მე-12 კლასის ჩათვლით... სკოლებს არ სჭირდებათ, მიმართონ თვითშემოქმედებას“...
16-08-2026
-
+


ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში მობილურების შეზღუდვაზე განათლების მინისტრმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „გვექნება საგაკვეთილო პროცესში მობილურებით სარგებლობის შეზღუდვის კომპონენტი“...

გივი მიქანაძის განცხადებით, შესაბამისი ბრძანებით უკვე განსაზღვრულია ცვლილებები:

„ბრძანება მე უკვე დავამტკიცე და შესაბამისად, იქნება სპეციალური უსაფრთხო ყუთები, სადაც ბავშვები გაკვეთილების დროს განათავსებენ მობილურებს - ისინი მაქსიმალურად უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი სასწავლო პროცესზე“.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, ცნობილია ისიც, რომ ბავშვებს შესავენებაზეც არ ექნებათ წვდომა მობილურებზე:

„ყველა ჩვენი გადაწყვეტილება კვლევას ეყრდნობა. კონკრეტული წესი გაწერილია და სკოლებს არ სჭირდებათ, მიმართონ თვითშემოქმედებას - იქნება კონკრეტული ადგილი, სადაც დაცული იქნება მობილური; სკოლაში არ იკრძალება მობილურის მოტანა, თუმცა იქნება კონკრეტული შესანახი ყუთი, სადაც სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე განთავსდება ტელეფონები - ეს ეხება ყველას: 1-ელიდან მე-12 კლასის ჩათვლით, და რაც მთავარია შესვენებაზეც ვერ გამოიყენებენ მობილურს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება