სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
09-10-2026
-
+


​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს პროგრამის მასწავლებლის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევის მიზნით შემდეგი საგნების მიმართულებით:

  • ბიოლოგია
  • ინგლისური ენა
  • მათემატიკა
  • მუსიკა
  • მოქალაქეობა
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • სპორტი
  • ფიზიკა
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება I - IV კლასებში
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ქიმია

კონკურსის მიზანია, საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და ზოგადი განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლის პოზიციაზე არსებული საკადრო დეფიციტის შევსება განსაზღვრული დროით.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მასწავლებლად და მივლენილი იქნება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.

პროგრამის მასწავლებელს სკოლაში ასევე გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული საგნის/საგნების მასწავლებელს და დამატებით მიიღებს მასწავლებლისთვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას.

ამასთანავე პროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის” მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში და მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობისა და დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103355?active=1

განაცხადების მიღება ხორციელდება 2026 წლის 8 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მასწავლებელი მეგზურია და არა მკაცრი შემფასებელი“

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 
„შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრება“
 
 
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება