| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განმსაზღვრელი შეფასების ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით, რომელიც ოთხ დონეს მოიცავს: მაღალს, საშუალოზე მაღალს, საშუალოსა და დაბალს.
შეფასების აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მოსწავლის ცოდნის დონე, საგნობრივი საკითხების გააზრების ხარისხი, სასწავლო ამოცანების შესრულების უნარი და მიღებული ცოდნის ახალ კონტექსტში გამოყენების შესაძლებლობა.
მაღალი დონე (9-10 ქულა) - მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაყრდნობით დამოუკიდებლად ჭრის კომპლექსურ სასწავლო ამოცანებს და ახდენს ცოდნის ტრანსფერს ახალ კონტექსტში.
საშუალოზე მაღალი დონე (7–8 ქულა) - მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების დამოუკიდებლად განსახორციელებლად.
საშუალო დონე (5–6 ქულა) - მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს გამოწვევები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.
დაბალი დონე (1–4 ქულა) - მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს გამოწვევები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა უფლებამოსილია შეიმუშაოს შეფასების განსხვავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სემესტრული და წლიური ქულების კონვერტაციას მოქმედ 10-ქულიან სისტემაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს