| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლაში უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დარღვევის ფაქტზე რეაგირება, არამედ მისი სწორად აღრიცხვაც. საჯარო სკოლებში გამოვლენილი დარღვევებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური და საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირები გამოვლენილ ფაქტებს მანდატურის სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო ბაზის - erofficers.emis.ge-ს მეშვეობით აღრიცხავენ.
დარღვევის ან სავარაუდო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში სპეციალური აღრიცხვის ფურცელი ივსება. თითოეულ შემთხვევას ენიჭება უნიკალური ნომერი, რაც მისი იდენტიფიცირებისა და შემდგომი მოძიების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო. ეს მონაცემები საშუალებას იძლევა, თითოეული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ერთიან და სტრუქტურირებულ ფორმატში იყოს წარმოდგენილი.
გარდა ამისა, ფიქსირდება ინფორმაცია იმის შესახებაც, გადაეცა თუ არა ფაქტის შესახებ შეტყობინება პოლიციას და ეცნობა თუ არა შემთხვევის შესახებ მშობელს.
ელექტრონულ სისტემაში აისახება იმ მანდატურის ან უფლებამოსილი პირის მონაცემებიც, რომელმაც დარღვევა ან სავარაუდო დარღვევა გამოავლინა და აღრიცხა.
სისტემაში მიეთითება მათი სახელი, გვარი და მომხმარებლის სახელი (User), რომლითაც ისინი erofficers.emis.ge-ში არიან რეგისტრირებული. აღნიშნული მონაცემები საშუალებას იძლევა, აღრიცხული შემთხვევა შესაბამის პასუხისმგებელ პირთან იყოს დაკავშირებული.
აღრიცხვის პროცესში სისტემაში შესაძლებელია აისახოს დარღვევის ჩამდენი პირის შესაბამისი მონაცემებიც. მათ შორისაა პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სქესი.
თუ დარღვევაში მონაწილე პირი საჯარო სკოლის მოსწავლეა, სისტემაში ასევე მიეთითება მისი სკოლის დასახელება და კლასი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული აღრიცხვა?
სკოლაში გამოვლენილი შემთხვევების ელექტრონული ფორმით აღრიცხვა ინფორმაციის ორგანიზებულად მართვასა და თითოეული ფაქტის შესახებ მონაცემების ერთიან სისტემაში თავმოყრას უზრუნველყოფს.
ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყოს სტრუქტურირებული და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს კონკრეტული შემთხვევის, მისი გარემოებებისა და რეაგირების შესახებ მონაცემების მოძიება.
საბოლოოდ, ელექტრონული სისტემა სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ის უზრუნველყოფს გამოვლენილი დარღვევებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებულ აღრიცხვას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ