| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საგნობრივ გამოცდებში მონაწილეობა პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასონ საკუთარი ცოდნა და პროფესიული კომპეტენციები, განსაზღვრონ განვითარების საჭიროებები და იზრუნონ უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე, - აღნიშნავს კასპის მუნიციპალიტეტის ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი.
„მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა მუდმივ განვითარებას, ახალი ცოდნის მიღებასა და არსებული კომპეტენციების გაუმჯობესებას მოითხოვს. თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პედაგოგი აცნობიერებდეს საკუთარი პროფესიული ზრდის აუცილებლობას და აქტიურად მონაწილეობდეს იმ პროცესებში, რომლებიც ხელს უწყობს მისი ცოდნისა და უნარების განვითარებას. საგნობრივ გამოცდებში მონაწილეობა კი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა.
გამოცდა მასწავლებელს ეხმარება, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი საგნობრივი ცოდნა, გამოავლინოს ძლიერი მხარეები და განსაზღვროს ის მიმართულებები, რომლებშიც დამატებითი მუშაობა სჭირდება. ამასთანავე, გამოცდებისთვის მომზადების პროცესი ხელს უწყობს პროფესიულ თვითშეფასებას, პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და უწყვეტი განვითარების კულტურის ჩამოყალიბებას.
ამ ეტაპზე როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სამინისტროს მიერ ზამთარში დაგეგმილ გამოცდაზე ჩემი სკოლის ორი მასწავლებელი გადის, რომელთაგან ერთ-ერთი ხელოვნების პედაგოგია. რაც შეეხება დანარჩენ პედაგოგებს, მათი გეგმების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, მიზანია, ხელი შევუწყოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, წავახალისოთ მათი ინიციატივები და გავაძლიეროთ მოტივაცია პროფესიული შესაძლებლობების რეალიზებისთვის. მნიშვნელოვანია, თითოეულმა პედაგოგმა გააცნობიეროს გამოცდებში მონაწილეობის მნიშვნელობა“, - აღნიშნავს ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე