| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართავენ, აქტიურად ზრუნავენ ბავშვების მოტივაციაზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს სასწავლო პროცესი გაუმრავალფეროვნონ.
აღსანიშნავია, ll კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი თემაზე - ტარიელ ჭანტურიას „ნუციკო“.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი სალომე ანთაძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესების გააქტიურებითა და სააზროვნო შეკითხვით დაიწყო: რა არის აუცილებელი სკოლაში მოსწავლისთვის? მსჯელობა მრავალფეროვანი და სახალისო აღმოჩნდა.
ლექსის შინაარსის უკეთ გასააზრებლად მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული ანიმაცია იხილეს, რომელმაც ტექსტის აღქმა უფრო თვალსაჩინო და საინტერესო გახადა.
შემდგომი აქტივობები ფერად პერსონაჟებთან მუშაობას, შესაბამისობების დადგენასა და ილუსტრაციების შექმნას დაეთმო. სახალისო დავალებებმა მოსწავლეებს ტექსტის გააზრების, დაკვირვების, ლოგიკური მსჯელობისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.
გაკვეთილზე ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა კითხვა, მსჯელობა, ვიზუალური მასალის აღქმა და პრაქტიკული აქტივობები. შედეგად, ლიტერატურული ტექსტის შესწავლა იქცა მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად, რომელშიც ცოდნის მიღება, შემოქმედება და სასიამოვნო სასწავლო გარემო ერთიანდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი