სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“ - დადეშის საჯარო სკოლის პედაგოგი არუსიაკ ხაჩატრიანი
16-10-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის პედაგოგ არუსიაკ ხაჩატრიანისთვის სწავლება მხოლოდ ცოდნის გაზიარებას არ გულისხმობს, მისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო, ინტერაქტიული და მათ საჭიროებებზე მორგებული იყოს. ამისთვის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაკვეთილის სწორად დაგეგმვას, მოსწავლეთა მოტივირებასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება აქვს. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი არუსიაკ ხაჩატრიანი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას თუ როგორ უნდა გავაღვიძოთ მოსწავლეებში სწავლის ინტერესი, რა ხდის გაკვეთილს წარმატებულად და როგორ ვაქციოთ მოსწავლეებისთვის სწავლა სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- სასწავლო მიზნებსა და მოსწავლეთა ინტერესებზე.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- საინტერესო კითხვითა და მოსწავლეთა მოტივირებით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- ინტერაქტიულ მეთოდებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მისი შრომა და პროგრესი დაფასებულია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- მოსწავლე ხედავს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება