| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო - „ამბები ჩემი ქვეყნიდან 2“ - გამოიცა, რომელიც ქართული ენის შესწავლას საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობას აერთიანებს. გამოცემა ქართული ენის, როგორც უცხოური ენის, სწავლების თანამედროვე მეთოდებს ეფუძნება.
სახელმძღვანელო ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების სამშობლოსთან ენობრივი და კულტურული კავშირის გაძლიერებას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და საქართველოს უკეთ გაცნობას.
მისი დახმარებით მოსწავლეები გაეცნობიან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს, მათ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურულ მემკვიდრეობას.
სახელმძღვანელო მარტივი და გასაგები ენითაა დაწერილი და მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს ითვალისწინებს. მასალას თან ახლავს ლექსიკური და გრამატიკული სავარჯიშოები, სიტყვებით თამაშები და შემოქმედებითი დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს ენის პრაქტიკულად გამოყენებაში ეხმარება.
სახელმძღვანელო „ამბები ჩემი ქვეყნიდან 2“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობით გამოიცა.
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს