| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ორ სკოლაში მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეს, თუ მათი ვარცხნილობა დაწესებულების მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. რამდენიმე მოსწავლეს თმა პირდაპირ სკოლის ჭიშკართან შეაჭრეს, რათა მათი იერსახე ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობაში მოსულიყო. შემთხვევამ საზოგადოებაში მწვავე განხილვა და უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც South China Morning Post წერს, უფლებადამცველების შეფასებით, სკოლის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები განათლების სფეროში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
23 აგვისტოს, ჩინეთის ნინგსია-ჰუის ავტონომიური რაიონის დედაქალაქ ინჩუანში ახალი სასწავლო სემესტრი დაიწყო. სწორედ ამ დღეს ქალაქის ორი საშუალო სკოლა ყურადღების ცენტრში მოექცა - ადმინისტრაციამ სკოლის ტერიტორიაზე არ შეუშვა მოსწავლეები, რომელთა ვარცხნილობაც არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. სკოლების შესასვლელთან რამდენიმე მასწავლებელი იდგა და მოსწავლეთა ვარცხნილობას ამოწმებდა. მათ, ვისაც სკოლის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. თვითმხილველების თქმით, შემოწმება ვერ გაიარა არაერთმა მოსწავლემ. ისინი მშობლებთან ერთად სკოლის გარეთ იცდიდნენ, ზოგიერთი მშობელი კი დაუყოვნებლივ ცდილობდა საპარიკმახეროებთან დაკავშირებას, რათა ბავშვისთვის თმის შეჭრა დაეგეგმა. საბოლოოდ, სკოლის ჭიშკართან რამდენიმე სტილისტმა სავარძლები და სამუშაო ადგილები მოაწყო.

თმის შესაჭრელად მშობლებისა და მოსწავლეების რიგიც ჩამოდგა. მშობლები ადგილობრივ მედიასთან ამბობდნენ, რომ ბავშვების ვარცხნილობასთან დაკავშირებით ასეთი მკაცრი მოთხოვნების არსებობის შესახებ წინასწარ არ იცოდნენ.
ერთ-ერთმა მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციის პოზიცია ასე განმარტა: „ჩვენი მიზანი არაა, მოსწავლეთა სკოლაში სიარული შევაფერხოთ. უბრალოდ, მშობლებთან საუბარი და თანამშრომლობა გვინდა, რათა მოსწავლეები დავარწმუნოთ ატარონ სტანდარტული ვარცხნილობა“.
ინჩუანის განათლების ბიუროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ამასთან, პეკინის იურიდიული ფირმა Jingshi-ს თანამშრომლის - მენ ბოს შეფასებით, მოსწავლეების სკოლაში არშეშვება შესაძლოა ჩინეთის განათლების შესახებ კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვალოს და მოსწავლეთა უფლებების შეზღუდვას წარმოადგენდეს.
რა ითვლება ჩინეთის სკოლებში „დაუშვებელ“ ვარცხნილობად?
ჩინეთის სკოლებში მოქმედი წესების მიხედვით, ბიჭებს მოკლე თმა უნდა ჰქონდეთ - თმა არ უნდა სცდებოდეს წარბების, ყურებისა და კისრის ხაზს. გრძელი თმა დაუშვებელია. ამასთან, წესები უკიდურესად მოკლე თმის შემთხვევასაც ზღუდავს - მაგალითად, თავის სრულად გადაპარსვის ნებართვა მოსწავლემ სკოლისგან წინასწარ უნდა მიიღოს.
გოგონებისთვისაც მოქმედებს კონკრეტული მოთხოვნები. თუ მათ მოკლე თმა აქვთ, ის კისრამდე არ უნდა აღწევდეს, ხოლო საშუალო ან გრძელი თმა შეკრული უნდა ჰქონდეთ. მოსწავლეებს ასევე ეკრძალებათ თმის ქიმიურად დახვევა და შეღებვა. შეზღუდვები ვრცელდება მაკიაჟსა და სამკაულებზეც. არასრულწლოვნებს მოეთხოვებათ მოწესრიგებული ჩაცმულობა, ასევე მათთვის დაუშვებელია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. ეს მოთხოვნები ჩინეთის სკოლებში გარეგნობასთან დაკავშირებული ზოგადი წესებია. თუმცა, ქვეყნის მასშტაბით ბევრი სკოლა მოსწავლეთა იერსახესთან დაკავშირებით დამატებით, უფრო დეტალურ სტანდარტებსაც ადგენს და მათ დაცვას მკაცრად აკონტროლებს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ