სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტი კიდევ 866 აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
13-10-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მეორედ გამოცხადებული ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. საკუთარი შედეგის გაცნობა აბიტურიენტებს ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული  ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.
 
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, უმაღლესი განათლების რეფორმის გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად განხორციელდა.
 
ინიციატივის მიზანი იყო ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვეს.
 
მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა სულ 2 019 აბიტურიენტი, რომელთაგან უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 350-მა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა 866-მა აბიტურიენტმა. მათგან 331 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა, ხოლო 535 - კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 466-მა აბიტურიენტმა, მათ შორის, 278-მა - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო 188 აბიტურიენტმა - კერძო პროფესიულ სასწავლებლებში.
 
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 18-მა აბიტურიენტმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.
 
2026 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სკოლაში ახარებთ, მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა პროფესიული დღესასწაული ღვაწლმოსილ მასწავლებელს მიულოცეს

ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გაიაზრეს ამ თარიღის ისტორიული მნიშვნელობა

 

 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება