სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი და რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს
11-10-2026
-
+


საჯარო სკოლებში მოსწავლეთა შეფასების პროცესთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნები განისაზღვრება. სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე ფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: საშინაო დავალება; საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება. თუმცა სკოლას უფლება აქვს მოსწავლის შესაფასებლად მხოლოდ შემაჯამებელი დავალებები გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ თუ საჯარო სკოლა რომელიმე საგანში ან საგნებში მოსწავლის შეფასებისთვის მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენებას გადაწყვეტს, მან შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთება საგანმანათლებლო რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს შესათანხმებლად.

გამონაკლისია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლები. ასეთ შემთხვევაში დასაბუთება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროს წარედგინება.

სავალდებულო ხდება შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა  - V კლასის მეორე სემესტრიდან, VI კლასში და საბაზო-საშუალო საფეხურებზე თითოეული საგნისთვის სასკოლო სასწავლო გეგმამ უნდა განსაზღვროს, სემესტრის განმავლობაში, საგნობრივი თემების მიხედვით, რამდენი შემაჯამებელი დავალების შესრულება იქნება სავალდებულო.  ეს ნიშნავს, რომ სკოლამ წინასწარ უნდა განსაზღვროს შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა თითოეულ შესაბამის საგანში.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ შემაჯამებელი დავალებების კომპონენტში სავალდებულოდ გამოიყენებოდეს შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებები. მოსწავლეს დავალებამ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა უნდა მისცეს. ასეთ დავალებად შეიძლება განიხილებოდეს:

  • ესე;
  • პროექტი;
  • კვლევითი ან საველე ანგარიში;
  • შემოქმედებითი პროდუქტი;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • სხვა ტიპის პრაქტიკული და კომპლექსური დავალება.

შემაჯამებელი დავალების შეფასება წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების, ანუ შეფასების რუბრიკის საფუძველზე უნდა მოხდეს. შეფასების კრიტერიუმები კი მოსწავლეს დავალების შესრულებამდე უნდა მიეწოდოს. მიზანი სასწავლო პროცესის მეტი გამჭვირვალობისა და შეფასების ობიექტურობის უზრუნველყოფაა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ თუ მოსწავლემ სკოლის გაცდენის გამო შემაჯამებელი დავალება ვერ შეასრულა, სკოლა ვალდებულია, მას დავალების აღდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. აღდგენის კონკრეტული ვადები და ფორმა სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა განისაზღვროს.

სემესტრული ქულის დათვლისას ყველა შემაჯამებელი დავალება უნდა გაითვალისწინონ შესაბამისად, შეფასების პროცესში ცალკეული შემაჯამებელი დავალების გამოტოვება საბოლოო სემესტრული შეფასების ფორმირებაზე გავლენას ვერ გამორიცხავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება