| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებით, საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
მესამეკლასელებს ინგლისური ენის გაკვეთილი განსაკუთრებულ ატმოსფეროში ჩაუტარდათ. მე-3 კლასში „ჩაის ტრადიციული წვეულება“ მოეწყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თემაზე „Tea Party“ (ჩაის წვეულება) ბავშვებმა არა მხოლოდ თეორიულად ისწავლეს ახალი სიტყვები და ფრაზები, არამედ თავად გახდნენ ამ ლამაზი ტრადიციის მონაწილეები.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოაწყვეს ჩაის მაგიდა, მოირგეს მასპინძლისა და სტუმრის როლები, ივარჯიშეს ინგლისურენოვან დიალოგებში და, რაც მთავარია, გაკვეთილი ძალიან მხიარულ და გემრიელ გარემოში გაატარეს.
„მსგავსი თამაშზე დაფუძნებული (Role-play) აქტივობები ბავშვებს ეხმარება ენობრივი ბარიერის დაძლევასა და უცხო ენის უფრო მარტივად შეყვარებაში.
მადლობა ჩვენს პატარებს ასეთი ჩართულობისთვის და თეო მასწავლებელს საინტერესო გაკვეთილისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის შემქომედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
„მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოაწყვეს ჩაის მაგიდა, მოირგეს მასპინძლისა და სტუმრის როლები“